ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 123:108 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ "ლეიკერსმა" პირველ ტაიმში 15 სამქულიანი ჩააგდო, რაც ფრენჩაიზის რეკორდია.
კალიფორნიელების მხრიდან ენტონი დევისმა 35 ქულა, 17 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მალიკ ბისლიმ 24 ქულა (7/12 სამქულიანი), 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
დიანჯელო რასელმა თავი 17 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა 22, ტრეი მერფიმ და ებერ ჯონსიმ კი თანაბარი, 20-20 ქულა ჩააგდეს.
ამრიგად, "ლეიკერსი" 34 მოგებითა და 35 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. "პელიკანსი" 33 გამარჯვებითა და 36 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, ორივე გუნდი მომდევნო შეხვედრას "ჰიუსტონ როკეტსთან" ჩაატარებს, ჯერ "ლეიკერსი" შეხვდება 16 მარტს, შემდეგ კი "პელიკანსი" - 18 მარტს.