გერმანია-ინგლისი. ლიოვმა კაკაუც დაკარგა

AutoSharing Option
გერმანიის და ინგლისის ნაკრები გუნდები ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ემზადებიან. მატჩი ბლუმფონტეინში გაიმართება. ცნობილია, რომ გერმანელებს ტრავმირებული ჰყავთ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი. ის განასთან მატჩის დროს დაშავდა. "ბაიერნის" შუახაზელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და ჯერაც არ არის გარკვეული, შეძლებს თუ არა ხვალინდელი მატჩისთვის გამოჯანმრთლებას.
უნდა ითქვას, რომ იოაჰიმ ლიოვს მაინცდამაინც დიდი იმედი არ აქვს. ამიტომ, ის უკვე აკეთებს გათვლას მის შემცვლელზე. ამ როლში ლიოვს თომას კროოსი ესახება. 20 წლის ნახევარმცველი მწვრთნელმა განასთან მეორე ტაიმში შეიყვანა. ლიოვი დარწმუნებულია, რომ კროოსი ინგლისელების წინააღმდეგ სათამაშოდ მორალურადაც
მზადაა.
დღეს დილით გაირკვა, რომ ინგლისთან არ იქნება ფორვარდი კაკაუც, რომელმაც ვარჯიშზე მუცლის კუნთი დაიჭიმა. განასთან მატჩში კაკაუმ დისკვალიფიცირებული მიროსლავ კლოზე შეცვალა. კლოზემ სასჯელი მოიხადა და თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, ხვალ მოედანზე იქნება.
დიდი ეჭვის ქვეშაა ჯერომ ბოატენგის ჯანმრთელობაც. დიდი ალბათობით, ლიოვი ვერც ამ ფეხბურთელს დაიხმარს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული