გიორგი ვახანია - "დელტაზე", კუსტურიცაზე, ნამდვილ რონალდოზე

AutoSharing Option
გიორგი ვახანია "დელტას" ახალგაზრდა, ცოტა გამოუცდელი გუნდის ერთ-ერთი ვოკალური ლიდერია.

ვახანია კალათბურთში დიდი ხანია იღლება და ეს პროცესი სიამოვნებს. ამ პროცესით ის სუპერლიგაში საინტერესო პერსონაჟად რჩება.

ყველას თავისი როლი აქვს. ყველა იღებს თავის დატვირთვას და ვახანია, რომელიც ყველგან, ყველაფერში ოჯახურ სიწმინდეებს უფრთხილდება, ოჯახთან ერთად, ოჯახით ისვენებს. გიორგი "დელტაში" ერთ-ერთი მთქმელი მოთამაშეა, რომლის რჩევებს ითვალისწინებენ.

გიორგი ვახანია: "არ მიყვარს არეულობა და არ მყავს იდეალი. ბევრს ჰყავს და მე - არ მყავს. მიყვარს ოჯახი, ჩემი სამშობლო."

ყველა ყოველთვის რაღაცას ვაგროვებდით. ვახანია -
არაფერს. საკალათბურთო მოგონებების გარდა.

გ. ვ: "ჩემი აზრით, საქართველოში კალათბურთი ვითარდება, მაგრამ მეტია გასაკეთებელი."

არასაკმარისად სძინავს და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თავის პატარა ანგელოზთან, 3 თვის ნატალისთან გვამისამართებს.

გ.ვ: "ფილმებს ვუყურებ. მომწონს კუსტურიცას Underground (1995). და მიყვარს ზაფხული. და როდესაც მეკითხებიან, რას არ გააკეთებდიო, ალბათ, ჩემი პასუხია, ბევრ რამეს. და ვიცი, რომ ხანდახან მაკლია მოთმინება."

თემურ კანკია ("დელტა", მთავარი მწვრთნელი): "გიორგისთან ვმეგობრობ. დიდ პატივს ვცემ. ძლიერი ადამიანია, რომელიც გუნდში ყოველთვის სამაგალითოა ახალგაზრდებისთვის. "დელტაში" ერთი დიდი ოჯახი გვაქვს და გიორგი ამ ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია."

საყვარელი ფერი - თეთრი. საყვარელი სპორტსმენი - რონალდო. კიჭა. რომელიც მართლა ძალიან დიდი იყო.

გ.ვ: "ბიძაჩემი მენატრება. გაუფრთხილდით საყვარელ ხალხს და მეტი დრო დაუთმეთ მათ."

ვახანია თვლის, რომ სუპერლიგა ვითარდება. ნელ-ნელა, მაგრამ ვითარდება. თვლის, რომ ფული საჭიროა. და არ ამზადებს საჭმელს.

გ.ვ: "საყვარელი მსახიობი? ალბათ, ლაიამ ნისონი. და ძალიან მომწონს Beatles."
ჩვენც მოგვწონს.

ზვიად ანთაძე ("დელტა", კაპიტანი): "ვარჯიშებზე ბოლომდე იღლება, ყოველთვის ცდილობს, გუნდში დამატებითი მოტივაცია შემოიტანოს. გიორგი ვახანიას "დელტაში" დიდი დადებითი მუხტი მოაქვს. სეზონი ერთად დავიწყეთ. და წარმატებით უნდა დავასრულოთ."

წელს "დელტას" თავისი მიზნები აქვს. უფრო მეტი, ვიდრე - სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება.
კლუბმა ეს გზა გიორგისთან ერთად უნდა გაიაროს.

ავტორი: ზურა თალაკვაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული