ნოემბრის თვე საკლუბო და სანაკრებო მატჩებით საკმაოდ დატვირთულია. თავის ორგანიზებულ მატჩებზე ფიბას მსაჯები და კომისრები სრულად განაწილებული არ ჰყავდა და ახლა ეს დანაკლისიც შეავსო. შესაბამისად, ნოემბრის თვის დასკვნით დღეებში ქართველებსაც მოუწევთ მატჩების მომსახურება. რაც შეეხება მერაბ რატიშვილს, ის ვი-თი-ბი ლიგის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი შეხვედრის კომისრად დანიშნა.
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
ქალთა ევროპის თასი. 28 ნოემბერი. ბრნო (ჩეხეთი): ბრნო (ჩეხეთი) - რეიერ ვენეცია (იტალია)
დავით ბერიშვილი (მსაჯი) ქალთა ევროპის თასი. 30 ნოემბერი. ანტაკია (თურქეთი): ჰათაი (თურქეთი) - ენერგა ტორუნი (პოლონეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი) ვი-თი-ბი ლიგა. 19 ნოემბერი. მინსკი (ბელარუსი): ცმოკი მინსკი (ბელარუსი) - ავტოდორი (სარატოვი, რუსეთი)
GBF.GE