პაატა გურასპაულმა ბათუმსა და ფოთში შეხვედრები გამართა

AutoSharing Option
ბათუმში ჩასულ კალათბურთის პრეზიდენტობის კანდიდატს, პაატა გურასპაულს აჭარის კალათბურთის წარმომადგენლებმა საკალათბურთო არენაზე უმასპინძლეს. მან საკუთარი პროგრამის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააცნო, რის შემდეგაც მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ადგილობრივთა მხრიდან ითქვა, რომ კალათბურთი ბათუმში ნომერ მეორე სახეობაა რაგბის შემდეგ... თუმცა ამას თავად აჭარელები არ დაეთანხმნენ - ერთი დარბაზია, რომელიც მაქსიმალურადაა დატვირთული, 500 ბავშვი ვარჯიშობს, თუმცა სხვა ნორმალური დარბაზებიც რომ იყოს, 5000 მოზარდი კალათბურთელი გვეყოლებოდა, კალათბურთი მეორე კი არა, ნომერ პირველი სახეობააო.

ითქვა, რომ მალე ორდარბაზიანი კომპლექსი დასრულდება და მას მერე კიდევ უფრო მეტი
დახმარება იქნება საჭირო კალათბურთის ფედერაციისგან. პაატა გურასპაულმა ყოველმხრივ მხარდაჭერა აღუთქვა:

- ბათუმი, აჭარა საკალათბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია. შეხვედრისას გამოიკვეთა უამრავი საჭირბოროტო საკითხი, რომელზეც კალათბურთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა იმუშაოს. ამ რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს და სათანადოდ თუ შეეწყობა ხელი, ქართული კალათბურთის განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე ნათელ წერტილად იქცევა.

აჭარის რეგიონის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჯაბა ბაქრაძემ დასძინა:

- საინტერესო შეხვედრა იყო, ნაყოფიერად ჩაიარა. გავეცანით პრეზიდენტობის კანდიდატის გეგმებს. ბევრი კარგი იდეა აქვს, გაგვაცნო თავისი სამოქმედო გეგმაც. იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად დასრულდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი პაატა გურასპაული ფოთში ვიზიტისას სამეგრელოს რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და დამსახურებულ მწვრთნელ როლანდ გარუჩავას შეხვდა.

მან კანდიდატს ფოთის საკალათბურთო დარბაზში უმასპინძლა. სწორედ ეს არენა იქცა საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემად. ქალაქში ერთადერთი საკალათბურთო დარბაზია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სერიოზული მიხედვა, გათბობის სისტემის დამონტაჟებიდან დაწყებული, სახურავის მოწესრიგებით დამთავრებული.

პაატა გურასპაუმა და როლანდ გარუჩავამ ასევე ისაუბრეს ფოთის სასპორტო სკოლის შესახებ. სადღეისოდ გაერთიანებაში სპორტის 13 სახეობაა. პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამაში კი კალათბურთის ცალკე გამოყოფა და საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. მისი თქმით, ასე უნდა მოხდეს როგორც ფოთში, ასევე ყველა რაიონში, სადაც კალათბურთი სპორტის სხვა სახეობებთანაა გაერთიანებული.

"საინტერესო შეხვედრა იყო. დღეს ფოთში საალათბურთო წრეები რომ ფუნქციონირებს, სწორედ როლანდ გარუჩავას დამსახურებაა, თუმცა მას ნამდვილად სჭირდება გვერდში დგომა, როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე სხვა, უამრავი კუთხით. ფოთი უნდა იქცეს მნიშვნელოვან ადგილად საქართველოში კალათბურთის განვითარების თვალსაზრისით. არიან ახალგაზრდა მოთამაშეები ფოთიდან, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს აძლიერებენ.

რეგიონში კალათბურთის განვითარების შემდეგ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაბრიჩიძემ რაც ამათ პროგრამაში უწერიათ მეც ვიცი რო კარგია მაგრამ ფინანსები საიდან მოაქვთ ეგ მაინტერესებსო ეს უფრო რეალობას აცდენილი პროგრამებია რომლის განხორციელებაც არარეალულიაო .დდ ისე თვითონაც ეგრე მოგვატყუა თავის დროზე აქაოდა ავაყვავებ კალათბურთს და უფრო მაღალ დონეზე ავიყვანო რომ გვპირდებოდა თავის დროზე ყველაზე მთავარია ამ პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის წყაროები და არა თვითონ პროგრამა რაც ხეცურიანის გუნდს უფრო დაკონკრეტებული აქ ვიდრე გურასპაულისას ეს მეორე აქცენტს უფრო სახელმწიფო დახმარებაზე აკეთებს რაც არარეალურად მეჩვენება იგივე კლუბებთან მიმართებაში.ბავშვთა აკადემიებზე რეგიონებში სუსიც არ დაუძრავს არცერთს რადგან ესეც საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს აპა გია ნიჟარაძე გიჟი და უთავმოყვარეო ადამიანი კიარ იყო ივანიშვილს რო თხოვა დახმარება უბრალოდ შეხედა რო იმ პროგრამას რაც მას ქონდა ამ კაცის დახმარების გარეშე ვერ განახორციელებდა ასევე უნდა მოიქცენ კალათბურთის ფედერაციის მესვეურები რათქმაუნდა თუ კონკრეტული საქმის კეთება უნდათ და არა დემაგოგიის დონეზე პოპულისტური განცხადებების კეთება. ის რომ კალათბურთში ჩავარდნა მოსალოდნელი იყო ამ ოთხი წლის უკანაც ნათელი იყო იმ თაობის ხარჯზე მიღწეულ წარმატებას სწორი მუშაობა და ფინანსების მოძიება ჭირდებოდა ბავშვთა კალათბურთის გამართვა და აკადემიების რეგიონებშში გახსნა განვითარება რაც არ გაკეთდა და დინებას მიყვებოდენ სანამ იყო ეს თაობა სათქმელიც ქონდათ ეხლა კიდე დაუცადა გაბრიჩიძემ პირველ ორ თამაშს და აღარ გავაგრძელებ მეტს თვითონაც ქონდა ნათქვამი რო ნაკრების ორი თამაშის მერე გადაწყვეტდა ეყარა თუარა კენჭი ეგ კიარა დარწმუნეებული ვარ ავსტრია მთელი ძალით ჩვენ დამარცხებას შეეცდება თან საკმაოდ კარგი სხვაობით . ძალიან მინდა ვცდებოდე მაგრამ იმის ალბათობა დიდია რო ავსტრიაშიც წავაგოთ.რათქმაუნდა ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი მაგრამ ეს რეალობაა და ამ რეალობას თვალის გასწორება, სერიოზული ფინანსები, და საქმის კეთება უნდა.
zaza
16:38 08-12-2017
0
მოზგი
tubaldo
12:35 05-12-2017
0

სიახლეები პოპულარული