თორნიკე შენგელია: დიდი იმედი მქონდა რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა დ "ბასკონიას" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ საქართველოს კალათბურთის პრეზიდენტის არჩევნებში მხარდაჭრრა შიო ხეცურიანს გამოუცხადა.

"მოგესალმებით, დიდი იმედი მქონდა რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის კალათბურთის მიმართ და წლების მანძილზე დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი გამეკეთებინა ეს განცხადება!

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.
იმის შემდეგ რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღეს დღეობით არის წარდგენილი 2 კანდიდატი...
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო
ხეცურიანს. ვთვლი რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში.
დიდი იმედი მაქვს რომ, ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენ საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება!", - დაწერა "ფეისბუქზე" თორნიკე შენგელიამ.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თოკოს აპოლიტიკურობაზე ყველა დამეთანხმება. კახამ რამდენჯერმე წარადგინა თავი და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა თოკო ამსუბუქებულიყო, თავისი პოზიცია რამენაირად გამოეხატა?! ახალგაზრდა ბიჭია და მსგავსი არ შეშლია.

ამ ბიჭებზე უკეთ არავინ იცის კალათბურთის ოჯახის შიდა სამზარეულო. მერწმუნეთ რა საქმეც მთელი ცხოვრება გიკეთებიათ თქვენთვის ძალიან მგრძნობიარე იქნება. შესაბამისად ისე არავის შეტკივა გული კალათბურთზე, როგორც ამ ბიჭებს. ისინი თავის საქმის ჯარისკაცები არიან და მსახურობენ პატიოსნად. კომერციულადაც რომ შევხედოთ, დიდი სარგებელი არც არაფერი აქვთ ნაკრებში თამაშით, გარდა იმისა რომ თავის სამშობლოს წინაშე ვალს იხდიან რითაც შეუძლიათ.

რაც შეეხება შიოს აფილირებას ზაზასთან და აქედან გამომდინარე ნაკრების მოქმედი ყველა კალათბურთელის გაიგივებას მასთან. როგორ შეიძლება ზაზამ მოახდინოს გავლენა ყველა კალათბურთელზე იმდენად რომ საჯაროდ ერთ ადამიანს დაუჭიროს ყველა დანარჩენმა მხარი? თქვენ გინახავთ თუნდაც ერთი საჯარო პოლიტიკური განცხადება კალათბურთელების მიერ? ისინი თავჩახრილები თავის საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ. იხარჯებიან ბოლომდე. მეეჭვება ოჯახში ვინმეს ნაკლოვანი წევრი ყავდეს და მას ხოტბას ასხავდეს.

რაც შეეხება შიოს. რა არის საჭირო იმისთვის რომ ნებისმიერი საქმე წინ წავიდეს? საქმის ცოდნა, მონდომება, თავდაუზოგავი შრომა, გუნდი, გუნდურობა, მენეჯერული უნარჩვევები და გამოცდილება. შიო საქართველოს ნაკრების მოთამაშე იყო. მას ალბათ ისევე უჩქარდება გული პარკეტზე, როგორც სუხიშვილების მოცეკვავეს სცენაზე ფეხის დადგმისას. მომსახურების სააგენტოში მუშაობისას მას აქვს უდიდესი გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის, როგორც კოლეგებთან ურთიერთობის ასევე კლიენტებთან. აქვს როგორც სანაკრებო, ისე სამსახურეობრივად გუნდური მუშაობის გამოცდილება, აქვს განათლება მენეჯერული მიმართულებით, არის ახალგაზრდა, ენთუზიაზმით აღსავსე. აქვს სურვილი დაეხმაროს იმ გუნდს, ნაკრებს, რომლისთვისაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავად ღვრიდა ოფლს მოედანზე თამაშით.

უკაცრავად, ცოტა გრძლად გამომივიდა და ალბათ კიდევ უფრო გრძლად დავწერდი. მაგრამ დღეს აქ დავასრულებ. ჩემს ქვეყანას და ჩემთვის საყვარელ სპორტს წარმატებას ვუსურვებ. გულწრფელად ვინატრებ ჩვენი ქვეყნის კალათბურთის წინსვლას.
ნიკოლაუს ნიკოლა
01:39 10-12-2017
2
არა რა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. როგორც ჩანს კლანი უნდათ ჩამოაყალიბონ. თორნიკე შენგელიას ცოლი-სალომე ჯუღელი, ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილია. შიო ხეცურიანი ზაზას მეგობარია და სწორედ ზაზა ცდილობს მის გაპრეზიდენტებას, აბა შიოს საერთოდ არავინ იცნობს. თანაც ახლა კახა შენგელიაც(თორნიკეს მამა) ხეცურიანთან გაერთიანდა.
არცერთ ქვეყანაში, სპორტის არცერთ სახეობაში არ გამიგია, მოქმედი სპორტსმენები სპორტული ფედერაციის თავიანთ თავზე მორგებას ცდილობდნენ. ბევრგან მათი რაიმე სახით ჩარევაც კი კანონით აკრძალულია.
მაია
21:30 09-12-2017
6

სიახლეები პოპულარული