დებულების თანახმად A ლიგის გასული სეზონის ბოლოადგილოსანი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობდა. “თბილისმა” “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა, ფინალში გავიდა, თუმცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან
სერიის პირველი შეხვედრა “თბილისმა” ილიაუნისთან გასულ პარასკევს – 79:100 წააგო. 21-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და სასურველი სხვაობით გამარჯვება იოლი საქმე როდი გახლდათ, თუმცა თბილისელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და ყოველ პერიოდში გარკვეული ოდენობის უპირატესობამ საბოლოო ჯამში 26 ქულა შეადგინა და “თბილისმაც” სერიასთან ერთად A ლიგის საგზური მოიგო.
გამარჯვებულებს 27 ქულით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა. 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა სოსო გოგნაძემ, ხოლო 21 – ალექსანდრე მეგენეიშვილმა. ილიაუნიში 21 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ბრენდონ ჩანერი.
ასე და ამგვარად: A ლიგა შეივსო და მასში 2017-18 წლების სეზონში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: “თსუ-ჰიუნდაი”, “არენა”, “ტიტები”, “წყალტუბო”, კსუ და “თბილისი”.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით