კალათბურთი

სხვადასხვა

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს თავდებში სპორტის სფეროს წარმომადგენლები უდგებიან.

კერძოდ, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს თავდებში ჯამლეტ ხუხაშვილი, ეზრა პალაგაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ვლადიმერ ძიძიგური, ზაზა მაჩალაძეს კი ანატოლი ბოისა და კახა შენგელია უდგებიან.

დაცვის მხარე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას იშუამდგომლებენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჯამლეტ ხუხაშვილმა განაცხადა, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი შეცდომა გამოასწორონ.

ხუხაშვილი ახალგაზრდა კალათბურთელების აღზრდაში დათიკაშვილისა და კვარაცხელიას როლსაც უსვამს ხაზს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით