საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის პროექტი "ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე" გრძელდება. განვლილ კვირას შეგახვედრეთ ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ირაკლი ბაქრაძე. ვატომ მოგვითხრო, როგორ შეიკრიბა საკალათბურთო სამყარო 1994 წლის 20 მარტს ვერის ბაღში და გადაწყდა საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება.

გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი დაინიშნა, ხოლო მთავარ მწვრთნელად…

"ნაკრებს ის გაწვრთნიდა, ვინც ჩემპიონატს მოიგებდა, ასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდა. ასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ალეკო ჩხეიძემ", - ამბობს ჯამლეტ ხუხაშვილი.

საქართველოს III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო.
სერიის პირველი მატჩი "ვითამ" "თბილისთან" 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა. "ვითას" ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლო "თბილისს" - ნოდარ ქორქია.

Sportall.Ge
ცენტრში - ჯამლეტ ხუხაშვილი, ნოდარ ქორქია და ბესიკ ლიპარტელიანი

"მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებს. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდა, დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზე. ერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ", - იხსენებს ნოდარ ქორქია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბესიკ ლიპარტელიანი მიმაჩნია ქართული საკალათბუთო ნაკრების ფუძემდებლად.მისი დამსახურება სამწუხაროდ არ არის სათანადოდ დაფასებული.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული