ფიბა-მ 2018 წლის ბოლომდე მის მიერ ორგანიზებული ტურნირების მატჩების მომსახურე მსაჯები და კომისრები დანიშნა. როგორც ბოლო პერიოდში, ახლაც საკმაოდ დატვირთულია ქართველი არბიტრი მაკა კუპატაძე და ერთადერთი ფიბა-ს კომისარი, მერაბ რატიშვილი, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ მატჩში კუპატაძეს და რატიშვილს ერთად მოუწევთ მუშაობა.
ეს გახლავთ ქალთა ევროპის თასის შეხვედრა ბელორუსულ "ცმოკისა" და რუსულ "ინვენტას" შორის, რომელიც 13 დეკემბერს ქალაქ მინსკში გაიმართება. ამ მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება, ხოლო არბიტრი – მაკა კუპატაძე.
29 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, მაკა კუპატაძე
3 მატჩს მოემსახურება, მერაბ რატიშვილი კი - 2-ს.
ფიბამ კუპატაძე ქალთა ევროპის თასზე, რატიშვილი – VTB ლიგაზე გაანაწილა
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით