არც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე - სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს? - პაატა გურასპაულის პასუხი

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, დაასახელა დარბაზი, სადაც ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს ვუმასპინძლებთ.

"მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ ფიბას სტანდარტების შესაბამისი დარბაზი აგვეშენებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა, იყო მათი მხრიდან მზადყოფნა.

პირველი, რაზეც ვსაუბრობდით, დიღომში ახალი დარბაზის აშენება იყო, რაც სამწუხაროდ, გამოირიცხა. მეორე, რაზეც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის განახლება იყო, რაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელია. საბოლოოდ დაგვრჩა ოლიმპიური სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 000 მაყურებელზე მეტს დაიტევს. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რაც მშენებლებს იანვარში
რეკონსტრუქციის საშუალებას მისცემს.

რეკონსტრუქცია ფიბას სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისაღები. ვფიქრობ, ის ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს ფიბას სტანდარტების დარბაზის მომზადებას, მასპინძლობა შესაძლოა ავსტრიას გადაეცეს.



მკითხველის კომენტარები / 32 /
რაც პოლიტიკურ ნაწილს ეხება ვინც გადასაგდები იყო ის გადააგდეს და ვისაც ჭირდება ეს პროპორციული არჩევნები თავის სახელით ისაუბროს და ხალხის სახელით სპეკულირებას მოეშვას ზოგადად ერთმა უღირსმა მეორე მასზე უფრო დიდი უღირსები გადააგდო რომლებსაც არაერთხელ ყავთ მთელი ერი გადაგდებული და მოტყუებული და მორჩა. მეორე რბილად რომ ვთქვათ ცუდად გამოუვიდა გურასპაულს და ვინც მის უკან იდგა იმ ხალხსაც მაგრამ არამგონია ამით ჩამოერთვად ჩატარების უფლება რადგან როგორც თვითონ თქვა ჩამოსულები იყვნენ ფიბადან და დარბაზის გადაკეთების პროექტიც ნახული აქვთო თორე ტყუილ უბრალოდ მაგ დარბაზს არავინ დაანგრევს და არევს მაშვინ დატოვებდენ ისე როგორც არის. მე ეს იდეა არ მომწონს მაგრამ რაცარი ეგარი.რაც შეეხება ძველი დარბაზის მეპატრონის დაბარებას და გაკულაკებას ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ეს დრო წავიდა და აღარასოდეს არუნდა დაბრუნდეს როცა მისცეს 2007 ში მაშვინ სად ვიყავით რას ვაკეთებდით თან ოცდაათი წლით ხმა რატო არ ამოვიღეთ.
zaza
24 დეკემბერი 2019 16:04
9
აი ეს არის საქართველო . ხალხი გადააგდეს. საერთაშორისო საზოგადოება გადააგდეს.
ამ საარაკო თაღლითობას ეს უნამუსო, შუბლის ძარღვგაწყვეტილი გაამართლებს.
ისტორია
25 დეკემბერი 2019 13:20
0
მე პირადად ასეთ განცხადებას კი არ გავაკეთებდი არამედ იმის მერე რაც თქვენ ხალხს პირობა მიეცით რომ ახალ დარბაზს ააშენებდით ევროპის ჩემპიონატისთვის--გადავდგებოდი და ბოდიშსაც მოუხდიდი რომ პირობა ვერ შევასრულე.და თუ რატო მოხდა ასე,ამას აუხსნიდი.მარამ როგორ გიჟდებით ამ სკამზე.რა ძალაა აქვს ასეთი,რომ თუ იქ ერთხელ ჩაჯექი მერე მორჩა,ადამიანი კარდინალურად იცვლება
კახა ქ.
24 დეკემბერი 2019 14:17
1
რეალობა ის არის , რომ დააქციეთ ქართული კალათბურთი , რაც ფედერაციის პრეზიდენტი ხართ . ჯერ მარტო ბასკონიასთან შავბნელი ხელშეკრულების გამო გაქვთ პასუხი გასაცემი , რომ აღარაფერი ვთქვათ მსაჯების დაკავებასა და იმ ლეპოტიზმზე , რაც ასაკობრივ ნაკრებებში ხდება . როცა არა გაქვს იმის შესაძლებლობა , რაღაც განავითარო , უნდა გადგე გვერდით და იმ ადამიანებს აცადო საქმის კეთება , ვისაც კალათბურთიც უყვარს და ქვეყანათ , თქვე მართლა ნიღბიანო კომპარტიელებოო , სამარცხვინოები ხარ , რამდენი ადამიანი როგორი მოლოდინით იყო , ევროპის ჩემპიონატის მიმართ .
ATP 16
24 დეკემბერი 2019 10:24
0
საერთაშორისო კლასის დიდოსტატები ხართ სირცხვილის განხრით თქვენ და თბილისის საბურთალო !!! არა რააააააატ!!!!!
!!!!!
24 დეკემბერი 2019 09:51
0
რა უნდა თქვა ფუ თქვენს კაცობას,სიტყვას,მაქაც შევრცხვით..სირცხვილია...
თქვენ ბატონო სიმართლე უნდა თქვათ და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ ასე არ შეიძლება..
Gio
24 დეკემბერი 2019 03:01
0
შეცდომაა: არც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე.
სწორია: სპორტის არც ძველი და არც ახალი სასახლე.
გაერკვიეთ სპორტია ახალი თუ სასახლე
გიორგი გორგაძე
24 დეკემბერი 2019 02:59
2
ვაი თქვენს პატრონს. მერე რას უზიხარ მანდ გურასპაულო, თუ მთავრობა არ გიდგას გვერდზე და თავიანთ პირობას არ ასრულებენ, ილაპარაკე ხმამაღლა ყველაფერი და წადი ფედერაციიდან, მაგრამ შენც გაგაჩერეს და თავს გამართლებინებენ. ოლიმპიურ სასახლეს არ ჯობია ჩემთან უბანში ღია სტადიონია და მას მიუშენეთ ტრიბუნები,პახოდუ ლორპუსებიდანაც ექნება ხალხს ყურების საშუალება და ფიბც ლმაყოფიკი იქნება და თქვენც. ვაი უბედურო საქართველო რამდენს უნდა გაუძლო?
ირაკლი
24 დეკემბერი 2019 01:21
1
სააკაშვილს დააბრალებენ :დ სისცლიანი 9 წლის გამო მოხდაო ასე
Star Lord
23 დეკემბერი 2019 22:45
5
უდიდესი სირცხვილი! უდიდესი. სხვა რა ვთქვა არ ვიცი...
თემო
23 დეკემბერი 2019 22:24
1
ბ-ნო პაატა სიმართლე რომ გეთქვა ეგ ჯობდა...ფედერწციის რეალუტი პრეზიდნეტი რომ არ ბრძანდები იქედან უნდა დაგეწყო თხრობა:)მერე კიდე ბახტაძე/ბატიაშვილთან "დალაგებული" საქმე როგორ "აგიყირავეს" ეგეც უნდა დაგეყოლებინა:) ხოდა ბოლოს კიდე თუ ღირსება გაქვს უბდა გადამდგარიყავი!!! ეს იქნებოდა კაცობა და არა ის ბალამუტი რომ უგვანო ე.წ. ოლიმპიური დარბაზი უნდა გადავაკეთოთო! როცა დრაკი არ გაქვს უნდა გაეშვა გაიგე? თავი მოგვჭერით თქვე მართლა გადამგდებებო!!!
სიმართლე
23 დეკემბერი 2019 22:22
0

სიახლეები პოპულარული