ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
79 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი, “დინამო თბილისის” უბადლო მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დიდ გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.

პანაშვიდი: 6 და 7 მარტს. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 75, პირველი სადარბაზო, მე-8 სართული
გამოსვენება: 8 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის ოლიმპიური სასახლი
დან (უნივერსიტეტის ქ. 15ა)

ტიტულები და მიღწევები

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
სსრკ ჩემპიონი: 1968
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი: 1965
სსრკ თასი: 1969
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
სპორტის რაინდი — 2012
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბ–ნი ლევანის სული! ფეხბურთში იყო ახალკაცი, კალათბურთში მოსეშვილი.
პაატა
22:13 05-03-2020
1
გმერტმა ნატელსჰი ამკოპოს ბატონი ლევანის სული არაცვეულებრივი ადამიანი მერე ერტადერტი დაუვიცკარი პიროვნება სასახელო კალატბურტელი და მცვრტნელი პირადად ვიცნობდი კარგად მის მეუგლესაც რომელიც გამორცჰეული მცოდნე კიმიკოსი იკო სჰვილებიც არაცვეიულებივები ერტი სიტკვიტ საუკეტესო ადამიანი და დზვირპასი ოჯახის მკოპი იკო დაუვიცკარი კოპილიკვეს მისი სული საკარტველოსჰი
keti
21:48 05-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული