მარკოიშვილის მონაკოში გადასვლა განსაკუთრებით მისასალმებელია, რადგან ეს კლუბი საფრანგეთის მძლავრ ჩემპიონატთან ერთად ევროლიგაშიც გამოდის.
- თამაშის დასრულების შემდეგ ძალიან მინდოდა კალათბურთში დარჩენა. მიყვარს ეს თამაში და მისით ვცხოვრობ. მწვრთნელობის იდეა სპონტანურად არ გაჩენილა – მოთამაშის კარიერის ბოლო წლებში მუდმივად ვფიქრობდი მწვრთნელობაზე.
- საქართველოს ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი ბრძანდებით…
- საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სამწვრთნელო შტაბში მიმიწვია. ეს ჩემთვის კარგი შანსი იყო. მისგან ბევრი ვისწავლე და სამწვრთნელო საქმეში დიდი გამოცდილება მივიღე.
- „მონაკო“ თქვენთვის ახალი თავგადასავალია?
- მიხარია, რომ მომეცა უნიკალური შანსი, მემუშავა „მონაკოში“. გუნდთან ერთად ვარ წინასასეზონო მზადების დასაწყისიდან. მწვრთნელი ზვეზდან მიტროვიჩი და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მათგან ბევრს ვისწავლი და ვეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო. ეს არის უნიკალური შანსი, ვიმუშაო ევროპის მაღალი დონის მწვრთნელებთან, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება და კალათბურთის ხედვა.
- მზად ხართ მაღალი კლასის 15 კალათბურთელის გასაწვრთნელად?
- ევროპის დონის მოთამაშეების გარემოცვაში ყოფნა ნებისმიერ მწვრთნელს ავალდებულებს, ყოველდღიურად ბოლომდე მობილიზებული იყოს. ვიმედოვნებ, წარმატებული სეზონი გამოგვივა.
GBF.GE