ვიქტორ სანიკიძე ფედერაციის თანამშრომლებს შეხვდა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გურასპაულმა ვიქტორ სანიკიძეს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, არჩევნებში წარმოდგენილი იქნება ერთი საერთო კანდიდატი – ვიქტორ სანიკიძე.

ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. სანიკიძემ ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს დღემდე გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მათი წვლილი ქართული კალათბურთის განვითარებასა და მიღწეულ წარმატებებში, რის შედეგადაც სახელმწიფომ ფედერაციას უპრეცედენტო მხარდაჭერა და 100-მილიონიანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება აღუთქვა.

ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის წევრებთან ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ ერთიანი ძალებით მუშაობის გაგრძელებასა და
სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, ფედერაციის სრულ შემადგენლობას გრძელვადიან თანამშრომლობას და არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო-საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

gbf

altვიქტორ სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იქნება

მკითხველის კომენტარები / 2 /
პერსპექტიულ ბავᲨვებს მაინც არ გაზრდიან და რა აზრი აქვს100 მილიონი Ჩაიდო და ნეპოტიზმᲨი დაიხარჯება..აზრი არა აქვს ვინ იქნება
მოქალაქე
09 დეკემბერი 2021 21:44
3
ვინც რეალურად აპირებდა საქმის კეთებას,ფაჩულიას გუნდი გააქციეს.ახლა ქოცური მაფიის ხელშია კალათბურთიც,ფეხბურთი,რაგბიც თავისი ტყემალაძით.ჭიდაობის ფედერაციაში ხომ საერთოდ მარაზმია.რიგში ძიუდოა ალბათ,ეგღა დარჩა დასაქცევი.მონური ფსიქოლოგიის ხალხი ვართ.
Master
09 დეკემბერი 2021 19:26
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული