ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. სანიკიძემ ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს დღემდე გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მათი წვლილი ქართული კალათბურთის განვითარებასა და მიღწეულ წარმატებებში, რის შედეგადაც სახელმწიფომ ფედერაციას უპრეცედენტო მხარდაჭერა და 100-მილიონიანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება აღუთქვა.
ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის წევრებთან ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ ერთიანი ძალებით მუშაობის გაგრძელებასა და
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო-საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
gbf