ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება და ჩატარდა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ვიქტორ სანიკიძეს საერთო საარჩევნო კრების სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრების 39-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად, სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში 100%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

საერთო საარჩევნო კრების დღის წესრიგის მიხედვით, ყრილობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი
პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის სიტყვით გაიხსნა, რომელმაც განვლილ ოთხ წელიწადში ჩატარებული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხის მიხედვით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა წარადგინა.

ვიქტორ სანიკიძემ გამგეობის წევრებად ლაშა გამყრელიძე, ოთარ ფაიქრიძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურსპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა ლობჟანიძე, ზვიად კოტრიკაძე და მიხეილ გაბრიჩიძე დაასახელა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს დაამტკიცებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 11 /
სანიკიძე, სამარცხვინოდ მოექეცი გურასპაულს! კარმა სადღაც წამოგეწევა!
Georgian
13 დეკემბერი 2021 01:37
0
როგორც კობიაშვილმა დაალაგა პარლამენტი და ფეხბურთის ფედერაცია ისე დაალაგებს სანიკიძე კალათბურთის ფედერაციას... ასე რამ გაამწარათ ფულზე ეს ოჯახაშენებულები, მაგრამ ეტყობა ვერ ძღებიან...მოკლედ ვართ სრულ ერთ ადგილში ყველაფერში.ადმინ არ დაბლოკო იცოდე!!!
Maximus
12 დეკემბერი 2021 21:12
0
უკვე გულის ამრევია ასეთი ქცევა ჩვენი სასახელო სპორტსმენებისაგან.
G.LA
12 დეკემბერი 2021 12:06
1
ჯიგრულ პონტში
leooo
12 დეკემბერი 2021 03:01
0
არველაძე-კობიაშვილი სანიკიძე-გურასპაული აბუსერიძე-ტყემალაძე გეგეშიძე-დათუნაშვილი ჭავლიანი-ვინც არიან ანუ ეს სპორტში რაც ფედერაცია არის ყველგან ხო ყველა დააპირისპირა ერთმანეთს მერე ქვეყანაში თუ რომელიმე ინსტიტუტს რამე ნდობა ქონდა საპარრიარქო პატრიარქი ჯარი პოლიცია ექიმები ყველას ისე უკეთებს რო ვითომ სხვისი ხელით ანადგურებს დროზე გამოფხიზლდით ხალხო თორე მალე ამ ქვეყანაში ყველა ალბინოსი იქნება ვინც სხვანაირი გაჩნდება გადაასახლებენ გპირდებით
12 დეკემბერი 2021 01:32
6
ყველაზე არასამართლიანი კომენტატია, რაც კი მინახავს
მეველევ
12 დეკემბერი 2021 11:03
4
ვიკა გილოცავთ წარმატებებს გისურვებთ!!! ქვეყნისთვის საამაყო კაცი ხარ!!!!!
შავი ლიომო
12 დეკემბერი 2021 00:21
11
სანიკიძევ და კობიაშვილო! - ვაფასებთ თქვენს ღვაწლს ქართულ ფეხბურთში და კალათბურთში, მაგრამ… - ხომ არ აჯობებდა კონკრეტულად თქვენი სფეროსთვის მიგეხედათ ბატონებო, სადაც მართლაც გამორჩეულად მოგეკითხებათ პასუხი?!
ირაკლი
12 დეკემბერი 2021 00:13
2
Gulis anrevia jer parlamentaroba da mere prezidentoba.
ბაჯო
11 დეკემბერი 2021 22:23
0
მოვიგეთ ფეოლა. გაგიჭირდებოდათ.
დიმა
11 დეკემბერი 2021 21:44
1
მოკითხვა ბრეჟნევისგან.
შაქრო პაპა
11 დეკემბერი 2021 20:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული