საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ვიქტორ სანიკიძეს საერთო საარჩევნო კრების სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრების 39-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად, სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში 100%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.
საერთო საარჩევნო კრების დღის წესრიგის მიხედვით, ყრილობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი
დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხის მიხედვით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა წარადგინა.
ვიქტორ სანიკიძემ გამგეობის წევრებად ლაშა გამყრელიძე, ოთარ ფაიქრიძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურსპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა ლობჟანიძე, ზვიად კოტრიკაძე და მიხეილ გაბრიჩიძე დაასახელა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს დაამტკიცებს.
GBF.GE