ქართველები ახალგაზრდულ ლიგაში - მოგება და მარცხი

AutoSharing Option
ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში დღეს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ლიგამ 16-წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოს 2006 წელს დაბადებულთა ნაკრები და საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” მონაწილეობენ.

ორივე მათგანმა 17 დეკემბერს გამართული 2-2 მატჩიდან თითო მოიგო და თითო დათმო. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველო 2006-მა სადებიუტო შეხვედრა კლუბ “ვილნიუსი KM”-თან 47:75 დათმო. საქართველოს გუნდში საუკეთესო შედეგი ავთანდილ ბახტაძემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

მეორე მატჩში ჩერქეზიშვილის გუნდმა უკრაინის 2007 წელს დაბადებულთა ნაკრები იოლად დაამარცხა – 84:60. ამჯერად ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო გოგიტა ბუკია
23 წუთში მოპოვებული 29 ქულით, 9 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით. 12 ქულა და 9 მოხსნა ბახტაძის ანგარიშზეა.

18 დეკემბერს საქართველო 2006 კიდევ 2 მატჩს გამართავს:

ცმოკი-მინსკი – საქართველო 2006 – 18 დეკემბერი, 11:00
საქართველო 2006 – პრინემანიე – 18 დეკემბერი, 17:00

რაც შეეხება “ვინგსს”, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მძლეველ “ვილნიუსი 2005”-ს მოუგო – 44:41. მეორე შეხვედრა ვინგსელებმა ბელარუსის ჩემპიონ “ცმოკი-მინსკთან” დათმო – 66:75. ვინგსი 18 დეკემბერს ჯერ უკრაინა – 2007-ს, შემდეგ კი კვლავ “ვილნიუს KM”-ს დაუპირისპირდება.

GBF

altმოთამაშეთა განვითარების ლიგის პირველი გათამაშება "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა

alt"საქართველო 2005-მა" ევროპის ლიგა მოსკოვის "დინამოსა" და "ზენიტის" ძლევით დაიწყო


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიქტორ სანიკიძე , უკვე პრეზიდენტი ხარ და საქმეს უნდა მიხედო . ეგ თქვენი კოჰაბიტაცია , მაინცადამაინც ნეპოტიზმის გაძლიერებას თუ გულისხმობს , ძალიან ცუდი . რაც შეეხება 2006 წლიანების ნაკრებს , პირველ რიგში , მისი მწვრთნელია შესაცვლელი , რომელსაც ზრდილობასთან და აღზრდასთან , აშკარად პრობლემები აქვს და მეორეე : რით ვერ გადავედით ამ ჩარჩენილი სისტემიდან თანამედროვე კალათბურთზე ?! მარტო სიმაღლე , თუ საკალათბურთო უნარები , დინამია აზროვნების სისხარტე , არაორდინალური გადაწყვეტილება და სროლაც თუ არ იციი !!! მარტო სიმაღლით ვერაფერს მოვიგებთ . ეხლავე შემიძლა 5-6 ბიჭი დავასახელო 1-2 ნომრების , ვინც გაფართოვებულ შეკრებაზეც კი არ ყოფილა , ჩუმად ჩამოყალიბებულ 2006 წლიანების ნაკრებში !!! და მაგით გინდათ შედეგი დადოთ ?! ნუ იქცევი 2022 წლის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად , მოაწყვე კალათბურთის ღია დღეები , ყველა ასაკობრივი ნაკრების გაფართოვებული შეკრება , დაუძახე ყველა კვალიფიციურ მწვრთნელებს და ზარებისა და ახლობლობამეგობრობს გარეშე გააკეთე არჩევანი , თორემ ის შედეგი რაც შენმა თაობამ დადო , საოცნებო იქნება და დავიჯერო მხოლოდ საკთარი ეგოს გამო გიღირთ პრეზიდენტობა ?! პირადად ჩემთვის ყველაზე მაგარი კალათბუთელი იყავი ნაკრებში და იმედია შენი მღვაწეობით ის ემოციას , რასაც თქვენი ქომაგობა ერქვა არ შეიბღალება . დადექი საკუთარ და ყველა იმ გადაულახავ პრობლემაზე მაღლა ვიქტორ , მჯერა ეარ-ჯორჯიას ისევ შეუძლია ყველაფერზე მაღლა ახტეს და იქიდან ჩატენოს უკვე სხვა დანიშნულების ბურთი . წარმატებები !
ATP 16
10:47 19-12-2021
0

სიახლეები პოპულარული