ესტონეთი-გერმანიის საკვალიფიკაციო მატჩის ტექნიკური დელეგატი ქართველი იქნება

AutoSharing Option
დღეიდან ევროპის მასშტაბით მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში უკრაინასთან თამაშობს, თუმცა არის სხვა მატჩიც, რომელშიც ქართველი მონაწილეობს. ბალტიისპირეთში, ტალინში გასამართ ესტონეთისა და გერმანიის ნაკრებთა შეხვედრას მერაბ რატიშვილი მოემსახურება. ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი აღნიშნულ შეხვედრაზე ტექნიკურ დელეგატად არის დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას “რიგა არენაზე” 1-ელ ივლისს დაუპირისპირდება. შეხვედრას თურქი, ჩეხი და ხორვატი მსაჯები მოემსახურებიან, ხოლო ფიბას დელეგატი ბულგარელი სანდრა ველჩევა იქნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული