საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ფინალშია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში ალბანეთი დაამარცხა. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა – 58:56.
ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი კვლავ ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა და 23 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია სალომე სვანის შედეგიანი თამაშიც, რომელიც 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 5 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა ეკა წივწივაძის ანგარიშზეა.
18 წლამდელთა გოგონათა გუნდი საფინალო
შეხვედრას 31 ივლისს მალტას წინააღმდეგ გამართავს. მეორე მალტელებმა ანდორის ნაკრები 84:48 გაანადგურეს. მალტასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები C დივიზიონს მოიგებს და გაისად “ბ” დივიზიონში გამოსვლა შეეძლება.
ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი კვლავ ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა და 23 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია სალომე სვანის შედეგიანი თამაშიც, რომელიც 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 5 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა ეკა წივწივაძის ანგარიშზეა.
18 წლამდელთა გოგონათა გუნდი საფინალო
GBF.GE
კალათბურთზე, რომ არის სტატია ალბათ სათაურში მაინც უნდა გეთქვა და ამ მხრივ საყვედური უნდა მიიღო.
მკითხველებო:
კალათბურთის განყოფილებაში, რომ ხართ საიტზე აშკარად ჩანს (ეს გაზეთი კი არაა, ვებ-გვერდია და კატეგორიეებს უნდა დაუკვირდეთ) და პლიუს ამას კიდევ ორი მინიშნებაა აქვე GBF.GE - ანუ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და სტატიის ქვემოთ კიდევ ტეგებში პირდაპირ წერია: საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრები.
ასე, რომ არაა საჭირო მკაცრი კომენტარები. უბრალო თხოვნით მეტს მიაღწევთ.
გთხოვთ ორივე მხარემ გაითვალისწინოთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას.