ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა ჩვენი გუნდის სამწვრთელო შტაბმა ფსიქოლოგიურად მძიმე ფინალის სწორად დაგეგმვა და ევროპის C დივიზიონის მოგება დამსახურებულად მოახერხა.
მსგავსად სხვა თამაშებისა, ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა,
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო ჩვენი გუნდის შეუჩერებელი ცენტრი ლიკა კვირკველია სვანთან ერთად C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა.
GBF.GE