საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U17 ნაკრებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის თასის საგზური ვერ მოიპოვა. ჩვენი ნაკრები 4 მოთამაშის შემადგენლობით (ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, ლუკა კოკოჩაშვილი, საბა ნარიმანიძე, საბა სალაძე) უნგრეთის ქალაქ შოლნოკში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდა.

საქართველოსთან ერთად ტურნირში 11 ქვეყნის ნაკრები – ავსტრია, დანია, ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და უკრაინა ასპარეზობდა. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იყვნენ ესტონეთი და შვედეთი და პლეი-ოფში გასასვლელად საჭირო იყო ერთ-ერთი მათგანის დამარცხება. პირველ შეხვედრაში ქართველებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ესტონეთს და ბოლო წამებზე –
21:18 დამარცხდნენ. მეორე დღეს, 7 აგვისტოს, ჩვენი გუნდი შვედეთს შეხვდა და მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა – 13:21 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული