ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე რეკორდულად ბევრი – 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის არენაზე ყოველდღიურად ავარჯიშებდნენ. შეკრებაზე არ იყვნენ თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ეს ოთხეული ნაკრებს პირდაპირ
18-კაციან შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა მოხვდა, რამდენიმემაც მწვრთნელების დიდი მოწონება დაიმსახურა და ისინი ეროვნულ ნაკრებს მომავალში გამოადგებიან. სამწუხაროდ, ოჯახური მიზეზების გამო შეკრებას ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა.
17 და 18 ივლისს ეროვნული ნაკრების წევრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 20 ივლისს იტალიაში გაემგზავრებიან. შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 18 კალათბურთელით გაემგზავრება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1-ელ და 5 აგვისტოს ითამაშებს.
12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო–იორდანია და მონტენეგრო–ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს - ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.
17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გაემგზავრება.
GBF