შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სალომე სვანის აქტიურობასა და ზუსტ სროლებს საქართველოს ნაკრების კვლავ დაწინაურება (66:65) მოჰყვა, თუმცა ჭეიშვილის გაწვრთნილ გოგონებს მუხტი და ძალა ბოლომდე არ ეყოთ. მალტელებმა ბოლო წუთებზე ლიდერობა მოიპოვეს, რაც საფინალო
საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ სალომე სვანმა დაძლია, რომელმაც 15 ქულასთან ერთად 11 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოიპოვა. სალომეს შემდეგ 7-7 ქულით გვანცა შარიქაძე და ნიცა საბადაშვილი გამოირჩნენ. პირველმა 10 მოხსნაც მოაგროვა, ხოლო საბადაშვილმა თავი 8 მოხსნასაც მოუყარა.
16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სომხეთი, დღევანდელი მეტოქე ანდორა და გიბრალტარია. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში, ჯგუფის 2 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ანდორასთან გამართავს.
GBF.GE