"ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც წყლით მაინც მოგვამარაგებდა" - თსუ-ს განცხადება

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს 8 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასზე მორიგი მატჩი ელის გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ „გიოტინგენთან“. წინა შეხვედრა, რომელიც 25 ოქტომბერს კვიპროსის „კერავნოსთან“ თბილისში გაიმართა, თსუ-მ ბრძოლაში მოიგო, მანამდე კი გერმანიაში „გიოტინგენთან“ თანაბარ თამაშში დამარცხდა.

ამით იმის დაფიქსირება გვსურს, რომ ევროტურნირზე, რომელშიც XXI საუკუნეში ქართულ კლუბებს მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ მოპოვებული (ეს „არმიამ“ 2011 წელს მოახერხა), თსუ ღირსეულად ასპარეზობს და ეროვნული ნაკრებისგან შექმნილ დადებით საკალათბურთო იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ამაგრებს.
5-წლიანი პაუზა, რომელიც საერთაშორისო საკლუბო კალათბურთში საქართველოს ჰქონდა, თსუ-მ დაასრულა და
გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა, ძალები ევროტურნირებზე მოესინჯა. ეს ვერ მოხერხდებოდა იმ დახმარების გარეშე, რომელსაც ჩვენი კლუბი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან და რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან იღებს.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სხვა მასშტაბებთანაა დაკავშირებული და რომ არა ფედერაციისა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, შემდეგ კი ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა წარმოუდგენელი იქნებოდა.

ფინანსურ დახმარებას ყველა ის 39 კლუბიც იღებს, რომლებიც ფიბა-ევროპის თასზე თსუ-სთან ერთად ასპარეზობს, თუმცა, ჩვენი კლუბისგან განსხვავებით, ეს მათი სპონსორებისგან მოდის. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც ამ ეტაპზე სპონსორ(ებ)ის მოძიებაა. გუნდს, რომელსაც ეროვნული ნაკრების ის 4 მოთამაშე ჰყავს, რომლებიც 2 თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ევროტურნირში სპონსორის გარეშე ასპარეზობს.
ჩვენი კლუბის შესაბამისი სამსახურის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა კერძო სექტორის წარმომადგენლები მოგვეზიდა, მაგრამ საქმე დაინტერესების იქით არ წასულა. ვერ გამოიძებნა კომპანია, რომელიც ევროტურნირზე მოასპარეზე გუნდს თუნდაც სასმელი წყლით მოამარაგებდა, საუბარი არაა იმ მსხვილ თანხებზე, რომლებიც საერთაშორისო მგზავრობების უზრუნველყოფას სჭირდება.

გვსურს, ამ განცხადებით ხმა მივაწვდინოთ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უყვართ სპორტი, კალათბურთი და თვლიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანა სჯობს წლობით ვაკუუმში ყოფნას და ქართული კლუბების ერთ წრეზე ტრიალს. ჩვენი კლუბი მზადაა, ითანამშრომლოს კომპანიებთან, რომლებსაც თუნდაც მცირედით შეუძლიათ დახმარების ხელი გამოგვიწოდონ ქართული კალათბურთის სახელის ევროპულ ასპარეზზე წარმატებით გასატანად.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
დიდი ბიზნესმენები, სახელმწიფო ტენდერების მომგებები თუ სარფიანად მიწის ნაკვეთის ადგილმომნაცვლეები არიან ერთ მისამართზე-პარლამენტში! 1-ტრანსპორტით, გადაჯდომის გარეშე შეგიძლიათ მიაკიტხოთ თსუ-დან პარლამენტამდე...
ლაშა
07 ნოემბერი 2023 18:18
1
ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ კლუბის მენეჯმენტი არი ნულის ტოლი!
ქომაგი
07 ნოემბერი 2023 12:20
1
სპორტსა და კულტურაში ფულს თითქმის არავინ ხარჯავს. სპონსორები თითზე ჩამოსათვლელია და მათი ნაწილიც ისევ სახელმწიფოს ჩარევით და თხოვნით იმეტებს მცირე თანხას. სახელმწიფოს მხარდაჭერა და დაფინანსება რომ არა, სპორტული ფედერაციები საერთოდ არ იარსებებდნენ. არათუ საერთაშორისო ტურნირებში
მიიღებდნენ მონაწილეობას, ეროვნულ ჩემპიონატებსაც ვერ ჩაატარებდნენ. სპონსორები არ არსებობენ და უამრავი მცდელობის მიუხედავად, გუნდებს არ აფინანსებენ. თუ ვინმე რაიმეს იხდის, მინიმალურია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არ ეხალისება სპორტული კლუბების და სპორტსმენების დაფინანსება, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არის და არც პერსპექტივაში სჩანს, მათ შენახვას საკუთარ თავზე იღებენ. ვიღაცას ჰგონია, ბანერებზე, ან სპორტსმენების მაისურებზე წარწერებისთვის სპონსორები დიდი თანხით ეხმარებიან. არა, ეგ წარწერა უმეტესად, მთელი წლის განმავლობაში 5, ან 10 ათას ლარიანი დახმარების სანაცვლოდ კეთდება. მოკლედ, ის შედეგები, რასაც სპორტსმენები აღწევენ და გულშემატკივრებს გვახარებენ, ძირითადად სახელმწიფოს დაფინანსებით ხდება და სპონსორების წილი ძალზე მცირე, ზოგჯერ კი საერთოდ არ არის.
ლუკა
07 ნოემბერი 2023 16:25
0
ra ra biujeti haeridan gaxdnen chempionebi she mazgacho? federacia gverdahi daudga evropaze da tsu xom idgat da udgat da 5000 lari cylis ver gamoinaxa gundia biujetshi?
datos
06 ნოემბერი 2023 19:37
5
წადი ორი წიგნი წაიკითხე, იქნებ წაკითხულის შინაარსის გადმოცემა ისწავლო.
Dato
07 ნოემბერი 2023 02:34
1
მე მახსოვს, უამრავი გულშემატივარი გაყვა თურქეთში,( თსუ ატრიბუტიკით.) სავარაუდოდ კლუბის ხარჯით,. ბენფიკასთან. რომ 60 ქულით წააგეს, მენეჯმენტი არ უვარგა და სამი ტურის მერე არ უნდა ტიროდნენ თუ არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, ვითა მახსენდება, ვითიბი ლიგაზე რომ გავიდა
გივი ჩვენ ვართ
07 ნოემბერი 2023 10:33
2

სიახლეები პოპულარული