"ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც წყლით მაინც მოგვამარაგებდა" - თსუ-ს განცხადება

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს 8 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასზე მორიგი მატჩი ელის გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ „გიოტინგენთან“. წინა შეხვედრა, რომელიც 25 ოქტომბერს კვიპროსის „კერავნოსთან“ თბილისში გაიმართა, თსუ-მ ბრძოლაში მოიგო, მანამდე კი გერმანიაში „გიოტინგენთან“ თანაბარ თამაშში დამარცხდა.

ამით იმის დაფიქსირება გვსურს, რომ ევროტურნირზე, რომელშიც XXI საუკუნეში ქართულ კლუბებს მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ მოპოვებული (ეს „არმიამ“ 2011 წელს მოახერხა), თსუ ღირსეულად ასპარეზობს და ეროვნული ნაკრებისგან შექმნილ დადებით საკალათბურთო იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ამაგრებს.
5-წლიანი პაუზა, რომელიც საერთაშორისო საკლუბო კალათბურთში საქართველოს ჰქონდა, თსუ-მ დაასრულა და
გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა, ძალები ევროტურნირებზე მოესინჯა. ეს ვერ მოხერხდებოდა იმ დახმარების გარეშე, რომელსაც ჩვენი კლუბი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან და რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან იღებს.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სხვა მასშტაბებთანაა დაკავშირებული და რომ არა ფედერაციისა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, შემდეგ კი ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა წარმოუდგენელი იქნებოდა.

ფინანსურ დახმარებას ყველა ის 39 კლუბიც იღებს, რომლებიც ფიბა-ევროპის თასზე თსუ-სთან ერთად ასპარეზობს, თუმცა, ჩვენი კლუბისგან განსხვავებით, ეს მათი სპონსორებისგან მოდის. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც ამ ეტაპზე სპონსორ(ებ)ის მოძიებაა. გუნდს, რომელსაც ეროვნული ნაკრების ის 4 მოთამაშე ჰყავს, რომლებიც 2 თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ევროტურნირში სპონსორის გარეშე ასპარეზობს.
ჩვენი კლუბის შესაბამისი სამსახურის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა კერძო სექტორის წარმომადგენლები მოგვეზიდა, მაგრამ საქმე დაინტერესების იქით არ წასულა. ვერ გამოიძებნა კომპანია, რომელიც ევროტურნირზე მოასპარეზე გუნდს თუნდაც სასმელი წყლით მოამარაგებდა, საუბარი არაა იმ მსხვილ თანხებზე, რომლებიც საერთაშორისო მგზავრობების უზრუნველყოფას სჭირდება.

გვსურს, ამ განცხადებით ხმა მივაწვდინოთ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უყვართ სპორტი, კალათბურთი და თვლიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანა სჯობს წლობით ვაკუუმში ყოფნას და ქართული კლუბების ერთ წრეზე ტრიალს. ჩვენი კლუბი მზადაა, ითანამშრომლოს კომპანიებთან, რომლებსაც თუნდაც მცირედით შეუძლიათ დახმარების ხელი გამოგვიწოდონ ქართული კალათბურთის სახელის ევროპულ ასპარეზზე წარმატებით გასატანად.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
sxva gundebi rogor axerxeben? orbi, gau, kaktusi, rustavi, tkibuli, mega?? magat ra cvivat cidan?
datos
06 ნოემბერი 2023 19:38
7
ჯერ გაერკვიე კალათბურთში, მერე ცოლის ნაყიდი ლუდი გამოცალე და მერე დაწერე კომენტარი საკლუბო კალათბურთზე.
Giga
07 ნოემბერი 2023 02:33
4
ras da cylis qonas ,magdens ver xvdebi da kalatburtshi rames gaigeb shen
suares
06 ნოემბერი 2023 22:02
4
ყველა გამოხმაურება
ra ra biujeti haeridan gaxdnen chempionebi she mazgacho? federacia gverdahi daudga evropaze da tsu xom idgat da udgat da 5000 lari cylis ver gamoinaxa gundia biujetshi?
datos
06 ნოემბერი 2023 19:37
5
წადი ორი წიგნი წაიკითხე, იქნებ წაკითხულის შინაარსის გადმოცემა ისწავლო.
Dato
07 ნოემბერი 2023 02:34
1
ომი გინდათ ხომ? ქვეყანაში ორნიშნა მატებაა, დუღს და გადმოდის ყველაფერი, გაავსეთ ოცლიტრიანები და ატარეთ თან. მალე ბორჯომს და ნაბეღლავს მოითხოვთ. ეგრე სად არი)))
უყურე შენ
06 ნოემბერი 2023 19:19
15
აქ კომპანიების წუწურაქობაზეა საუბარი, თორე სახელმწიფოსთან თსუ-ს არ აქ პრობლემა თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ?
ლაშა
06 ნოემბერი 2023 20:05
6
რექტორი გყავთ მილიონერი და კაი ტიპი... მიაკითხეთ პირველ რიგში
ლაშა
06 ნოემბერი 2023 18:22
7
biujeti xom gakvt da ikidet tkve kai xalxo cyali
kombato
06 ნოემბერი 2023 17:30
16
რა ბიუკეტი აქვთ, იფიქრე აბა ჯერ, სანსმ რამეს დაწერ...
დათო
06 ნოემბერი 2023 17:57
4
შენ ჭყონიამ დაგავალა ამ კომენტარის დაწერა?
kesha
06 ნოემბერი 2023 17:52
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული