ვართანოვი "პანათინაიკოსის", თვაური კი "გალათასარაის" მატჩს მოემსახურება

AutoSharing Option
მოახლოვდა ფიბას საერთაშორისო ტურნირების მორიგი მატჩები და ქართველ არბიტრებს მორიგი გასვლები უწევთ. ამჯერად საქმეში 2 მსაჯი იქნება ჩართული – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური, რომლებიც ამ ჯერზე ქალთა ტურნირებს მოემსახურებიან.

თვაური თურქეთში 22 ნოემბერს ქალთა ევროპის თასის მატჩზე იმსაჯებს, რომელშიც “გალათასარაი” ფრანგულ “ანჟეს” უმასპინძლებს. გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში “პანათინაიკოსი” სლოვაკურ “სლავიას” უმასპინძლებს. ამ შეხვედრის ერთ-ერთი არბიტრი მიხეილ ვართანოვი იქნება.

კირილე თვაური (მსაჯი)

22 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – ანჟე (საფრანგეთი)

მიხეილ ვართანოვი
(მსაჯი)


23 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
პანათინაიკოსი (ათენი, საბერძნეთი) – სლავია (ბანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი)

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული