Dream Team-ის პირველი მატჩი - ამერიკამ კანადა დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ის ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება დაიწყო. სტივ კერის განკარგულებაში კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშეა. გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს ბოლო მომენტში "კლიპერსის" ლიდერი კავაი ლეონარდი გამოაკლდა, რომელიც "ბოსტონ სელტიკსის" ვარსკვლავმა დერეკ უაითმა შეცვალა.

აშშ ლას-ვეგასში საჩვენებელ მატჩში კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 86:72 დაამარცხა.

ოცნების გუნდის ხუთეული ასე გამოიყურებოდა: სტეფ კარი, დევინ ბუკერი, ჯრუ ჰოლიდეი, ლებრონ ჯეიმსი, ჯოელ ემბიდი.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ენტონი ედვარდსი გახდა, ამერიკელმა 19 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი
მიითვალა.

სტეფ კარიმ 19 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

სათადარიგოთა სკამიდან ენტონი დევისმა 19 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი და 4 დაფარება დააგროვა.

კანადიდან საუკეთესო არჯერი ბარეტი გახლდათ, "ტორონტოს" კალათბურთელმა 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამერიკის ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 15 ივლისს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მარა ემბიდი ამერიკელია?
ზოლა
01:45 13-07-2024
0

სიახლეები პოპულარული