სუპერლიგა: "დინამო" სუპერლიგაზე პირველად ქუთაისში დამარცხდა

AutoSharing Option
სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარაა. მიმდინარე ჩემპიონატის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა, “დინამო თბილისმა” დღეს, ქუთაისში მარცხი იწვნია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა კოტე ტუღუშის “ქუთაისთან” დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 1 ქულით – 79:80 წააგეს.

წინა სეზონის ფინალისტების დაპირისპირება ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დინამოელები, რომლებმაც წლეულს ფიბა ევროპის თასზე იასპარეზეს და ევროსარბიელზე სოლიდური გამოცდილება შეიძინეს, მთელი თამაშის მანძილზე უგებდნენ ქუთაისელებს. მასპინძლები არ ტყდებოდნენ და ბოლო წუთებამდე იბრძოლეს. შეხვედრის ბედი უკანასკნელ წუთზე გადაწყდა.

დინამოელები საკმაოდ დამაჯერებლად – 76:71 იგებდნენ, თამაშის დასრულებამდე კი 2 წუთი
რჩებოდა. მასპინძლებმა ბექა ბექაურის საჯარიმოსა და აკაკი დვალიშვილის ორქულიანით 2 ქულმდე შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ სამქულიანიც ჩააგდო და “ქუთაისი”, დასრულებამდე 30 წამით ადრე, 77:76 დაწინაურდა.

აქ კი დინამოელთათვის სასარგებლო რამ მოხდა: ბექა ბექაური მიხეილ ბერიშვილზე არასპორტულად დაჯარიმდა და დინამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი ლაველ ბოიდის ორქულიანით 79:77 დაწინაურდნენ. ქუთაისელთა გადამწყვეტი შეტევა სტუმრებმა ჯარიმით შეაჩერეს, თუმცა დეჟუან რაითმა 2დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და დინამოელებს ერთქულიანი ლიდერობა შერჩათ. ქუთაისელების ტაქტიკურმა ჯარიმამ გაამრთლა: კაელ ტურპინმა ორივე საჯარიმო ააცილა, ბურთი დვალიშვილმა მოხსნა და რაითმა სირენის თანხლებით ქუთაისელთა გამარჯვების ბუთი ჩააგდო – 80:79.

მასპინძლებს 20 ქულითა და 9 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 14-14 ქულა მოაგროვეს დეჟუან რაითმა და გიორგი ბარბაქაძემ. “დინამოში” 27 ქულით გამოირჩა ილია ლონდარიძე, ხოლო ლაველ ბოიდმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

კოტე ტუღუში, ქუთაისის მთავარი მწვრთნელი:

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, დღევანდელი გვერდით დგომისათვის. გულშემატკივარი დაგვიბრუნდა და სავსე დარბაზში ვითამაშეთ და დღევანდელი გამარჯვება მათი დამსახურებაა, რომელებიც მთელი 40 წუთის განმავლობაში მხარში გვედგნენ. აქვე ვიტყვი, რომ არ მინდა დამსახურება დავუკარგო ჩემს ბიჭებს. თამაშის განმავლობაში მრავალჯერ იყო მომენტი, როცა შეიძლებოდა გუნდი გატეხილიყო, თუმცა, ყველამ ბოლომდე იბრძოლა. ირაკლი ხოშტარიას “დინამო” ძალიან კარგი გუნდია და მათთან გამარჯვებისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს.

ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:

“მთელი თამაში ვფლობდით უპირატესობას, თუმცა ბოლოს ბევრი შეცდომები დავუშვით დაცვაში. მეტოქეს ბევრი სამქულიანების სროლის საშუალება მივეცით, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. შეიძლება ითქვას, რომ მოგებული თამაში გავუშვით ხელიდან. ამ წაგებით არაფერი იკარგება, მთავარია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჯერ მთელი სეზონი წინაა, დავლაგდებით და გავაანალიზებთ შეცდომებს”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ ერთი თვით აგვიანებთ ახალი ცხრილის გამოქვეყნებას!
ქუთაისელი-2
15:47 18-12-2017
0
რა ფოტოა_სადაა დინამო ???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0