ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა

AutoSharing Option
გარიგებულ მატჩებში ბრალდებული კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯი პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

დაცვის მხარე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას, კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილისა და მსაჯის, ზაზა მაჩალაძის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა. მათ ასევე თავდებში უდგებოდნენ კალათბურთის სამყაროს წარმომადგენლები, მათ შორის, ანატოლი ბოისა, კახა შენგელია და ჯამლეტ ხუხაშვილი. ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, გარდა ბრალის დადგენილებისა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი და
აღნიშნა, რომ მიუხედავად მტკიცებულებების უდავოდ გახდომისა, კვლავ არსებობს მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. საბოლოოდ მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები: თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია და ზაზა მაჩალაძე პატიმრობაში დატოვა.

მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანები არ არიან საზოგადოებისთვის საშიში და სურვილი გვქონდა, პატიმრობა შეცვლოდათ, - ამის შესახებ კალათბურთელმა ანატოლი ბოისამ ჟურნალისტებს გარიგებულ მატჩებში ბრალდებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯების საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.

ბოისა, კახა შენგელიასთან და დუდა სანაძესთან ერთად მსაჯს, ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებოდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული არც მათი თავდებობის საფუძველზე არ გაათავისუფლა.

"მე და მთელი საკალათბურთო სამყარო ვგმობთ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და ფაქტს, თუმცა მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არ არიან, არსად არ მიიმალებიან და სურვილი გვქონდა, რომ გარეთ ყოფილიყვნენ. მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა და არსად გაიქცეოდა სასამართლოს დასრულებამდე", - განაცხადა ანატოლი ბოისამ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
shennairi kalatburtelebi ro gvkavs magitom araperi ar mikvris msaji ra ikneba
!!
08 თებერვალი 2018 18:11
2
ადამიანი თუ დანაშაულს ჩაიდენს და საზოგადოებისთვის საშიში არაა გავანთავისუფლოდ პასუხისმგებლობისგან? ტოლიკ ნეტა აზრზე ხარ რას ამბობ?
zura
08 თებერვალი 2018 17:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0