სუპერლიგა: "ქუთაისი" - "რუსთავი" 76:68

AutoSharing Option
გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-20 ტური დღეს ქუთაისში გაგრძელდა. იმერეთის დედაქალაქს ქვემოქართლური “რუსთავი” ეწვია და ეს გახლდათ მესამე წრის ცენტრალური მოვლენა. მიმდინარე სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” მეორე ადგილზე მყოფ “რუსთავს” უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით – 76:68 დაამარცხა.

როგორც ხედავთ, საბოლოოდ დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა, თუმცა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და მეორე მეოთხედის 26:13, ხოლო მესამესი – 22:12 მოგების შემდეგ 24 ქულით დაწინაურდნენ.

დარჩენილ 10-წუთეულში რუსთაველებმა მაქსიმალურად მოინდომეს, თუმცა მხოლოდ ღირსეული სხვაობით
დამარცხება მოახერხეს. დასკვნითი პერიოდი სტუმრებმა 25:9 მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრა მხოლოდ 8 ქულით დათმეს. ქუთაისელთაგან 20 ქულით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა. 17 ქულა დააგროვა ჯონათან ლიმ, ხოლო დეჟუან რაიტმა შეხვერა 11 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადამ ბლეიზეკი, ხოლო ერეკლე ლორთქიფანიძემ 6 წუთში 14 ქულა დააგროვა.

მე-20 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 3 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერეკლე ნაკრებშია საჭირო. ცინცაძეს შეცვლის წარმატებით
კახა
23:23 03-03-2018
0
ფედერაციამ შეისწავლოს მსაჯთა მუშაობა. კატასტროფული მსაჯობა იყო და საშნელი მიკერძებაც. შეისწავლონ მსგავსი ეპიზოდები თუ რატომ ხდება ეგრე
borgati
14:24 03-03-2018
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0