რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა შეიძინეს.

კლუბის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე შიო ხეცურიანს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პირველ რიგში, რა თანხა დაგჭირდათ იმისათვის, რომ თბილისის "დინამო" შეგეძინათ?
- "საქართველოს ბანკთან" არსებული შეთანხმებით, ფინანსური დეტალები კონფიდენციალურია.

- რა გეგმები და მიზნები გაქვთ, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
- ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები. აქცენტი გაკეთდება ბავშვებსა და ახალგაზრდა კალათბურთლებზე. ჩვენ ვიზრუნებთ რეგიონებში ბავშვების მოძიებასა და მათ განვითარებაზე. ჩვენ მათ შევუქმნით შესაძლებლობებს, რომ ითამაშონ დიდი კალათბურთი, როგორც საქართველოში, ისე
ევროპასა და ამერიკაში.

ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ჩვენთან მყოფი ბავშვები წარმატებულნი იყვნენ ეროვნულ ნაკრებშიც და სუპერლიგაშიც.

- რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებს, იქნება მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და ამავდროულად, ლეგიონერებით გაძლიერება?
- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვსურს, აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდებზე, იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში გვეყოლება გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.

- რა ცვლილებებს გეგმავთ გუნდში, აპირებთ მწვრთნელისა და კალათბურთელების შეცვლას თუ არსებული კონტინგენტი რჩება?
- გუნდში რჩება ყველა კალათბურთელი, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულება აქვს და სურს კლუბში დარჩენა. მათ შორის რჩება მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარიაც.

- თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას შესარჩევი ეტაპიდან გამოეთიშა. მაშინ იყო საუბარი, რომ გუნდი აღარ გააგრძელებდა ევროთასზე ასპარეზობს. ხომ არ აპირებთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება?
- ამ ეტაპზე არ იგეგმება ცვლილებები. როგორც იყო გადაწყვეტილება მიღებული, ისე იქნება, რადგან არ გვაქვს საშუალება, რომ რაღაც შევცვალოთ.

- რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ხომ არ იგეგმება ბაზის განახლება და რეაბილიტაცია?
- ბაზის კეთილმოწყობა იგეგმება და გარკვეული ფინანსების ინვესტირება მის რეაბილიტაციაში.

altზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" იყიდა

altთბილისის "დინამო" "არისთან" 38 ქულით განადგურდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ა მათ ხელში დინამო დაიღუპება
ჯიჯი
09 ოქტომბერი 2018 17:31
2
აქ 2 სტატიაში სხვადასხვა რამ წერია; გამარკვიეთ ვინაა "დინამოს" მყიდველი ფაჩულია, თუ ფაცულია და ხეცურიანი
ბორა
06 ოქტომბერი 2018 11:07
0
მინიმუმ ერთი კონკურენტი მაინც უნდა ყავდეს დინამოს და რაღაც შედეგი დადგება ასე მაგალითად ქუთაისშიც გაკეთდეს გუნდი და რეინჯერსი სელტიკის დაპირისპირებასავით "ეჭიდაონ" ერთმანეთს ეს დაპირისპირება უნდა კარგად მარკეტინგულად შეიფუთოს კლუბებს ფანკლუბები წესიერად ისე კიარა ტორპედო დინამოს ფანკლუბები ვითომ რტყმევა გინება რო გონიათ გულშემატკივრობა 21 საუკუნეში უფრო ცივილური ფორმებია ფან კლუბებმა ფლეშ მობების კეთებაში შეეჯიბრონ ვის უფრო მაგარი გამოუვა. პატარა ფულის დახარჯვაა საჭირო და ყველაფერი გამოვა.
კახა
06 ოქტომბერი 2018 02:52
0
გამიკვირდა. ნუთუ ქართულ კალათბურთშიც შეიძლება ფულის გაკეთება? აქ ხომ მილიონებზეა საუბარი. ალბათ კარგია.
ჰაჰა
05 ოქტომბერი 2018 22:14
1
დინამო ფაჩულიას ჭირდება თავისი აღზრდილების გასაყიდათ სადღაც ხოუნდა ეთამაშათ ჩვიდმეტი თვრამეტი წლის ბიჭებს ხოდა ვინც გამოიჩენს თავს გაყიდიან სარფიანად და მეტი არაფელი ნუ ფიფიას პონტია რა.აპა რა ევროლიგა რის ჩემპიონთა თასი მაგას პატარა მაყუთიკიარ უნდა სადღაც ოც მილიონამდე ჯდება ყველაზე ნაკლები ეგ სიამოვნება.
qutaiseli
05 ოქტომბერი 2018 19:51
11
kvimsadzes rom chamoiyvan prezod tugushic moyveba shesabamisad mcvrtnelad da gegma chatvale araferia . korpus tu chadgaven tvara sxva ra
borgati
05 ოქტომბერი 2018 18:25
4
კაი თუ ძმა ხარ რაის ხოშტარიას ტოვებთ და რაის 5-7 წელში.ჯერ არ დაგიწყიათ და უკვე ზღაპრები და გაუგებარი დაპირებები
მავანი
05 ოქტომბერი 2018 18:12
3
მიკვირს, რატომ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. მე "საქართველოს ბანკში" ვმუშაობ და ვიცი, რომ საკალათბურთო კლუბი დინამო კი არა, "დინამო"-ს საწვრთნელი ბაზა გადაეცა ზაზა ფაჩულიას შექმნილ შპს-ს, თანაც ისიც გამოსყიდული კი არ არის, გადაიფორმა მართვის უფლებით. ასე რომ, თბილისის "დინამო" ცალკეა. მიბრძანდით და მოიკითხეთ. ისე, თუ ძლიერი კლუბის შექმნა უნდათ, რაღა მაინცადამაინც "დინამო" უნდა ერქვას. დაარქვით ნებისმიერი სახელი, ჩადეთ თანხა, შეიძინეთ კარგი კალათბურთელები და გადით ნებისმიერ ლიგაზე, არავინ გიშლით.
კოტე
05 ოქტომბერი 2018 18:10
3
დიდი ვერაფერი გეგმები ჰქონიათ
არისის გულშემატკივარი
05 ოქტომბერი 2018 17:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0