თბილისის "დინამო" "არისთან" 38 ქულით განადგურდა

AutoSharing Option
22 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "არისთან" დამარცხდა 54:92 და გათამაშებას გამოეთიშა.

ამ მატჩს სალონიკში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპიძელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებიც ყველა სათამაშო კომპონენტში სჯობდნენ მეტოქეს და დამსხურებულად გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან 14 ქულა როჯერ დოუელმა ჩააგდო, 13 მიხეილ ჭოჭუამ, 10 დომაგოი ბუბალომ, 7-7 კი მერაბ ბოქოლიშვილმა და მიხეილ ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში ბერძნულმა გუნდმა 90:64 იმარჯვა.

alt"დინამო" - " არისი": კალათბურთისგან შორს, თბილისელების კატასტროფული მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
გურასპაული ფედერაციის პრეზიდენტი რომ გვეყოლება საერთოდ რატომ გვაქვს წარმატების იმედი?!ყველამ იცის რა კორუფციაშიც არის ფედერაცია ჩაძირული, წლებია ეს გრძელდება და საშველი არ არის! არ მესმის რა აზრი აქვს ამ ფულის ყრას
პაატა
18:19 23-09-2018
0
წინა მატჩის მერე ვიღაც ამბობდა 26 ქულა რა წაგება არისო.ა ბატონო 38 მაშინ. სამარცხვინოა რა. ქართულ კალათბურთს ვარცხვენთ,ამით ვერაფერს ვერ ვსწავლობთ და არც წინ მივდივართ.
borgati
01:43 23-09-2018
0

სიახლეები პოპულარული