"ქუთაისმა" "თსუ-ჰიუნდაი" ბოლო წამებზე დაამარცხა

AutoSharing Option
“თსუ-ჰიუნდაისა” და “ქუთაისის” მატჩი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამარჯვებული სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი – იმერული კლუბი გამოვიდა.

“თსუ-ჰიუნდაიმ” ქუთაისელები 1 კვირის წინ, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე დაამარცხა და დღევანდელ მატჩშიც ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი თსუ-ჰიუნდაელები 9 ქულით – უგებდნენ სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონს, ხოლო დასრულებამდე 2:20 წუთით ადრე 79:74 ლიდერობდნენ და შეტევაში ხელსაყრელი პოზიცია ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც სტუმრებმა გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის ბოლო წუთზე
დაწინაურდნენ – 82:79.

შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე ჯეიმს მილიკენმა ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს, თუმცა დაგეგმილი შეტევა არ გამოუვიდათ და დეჟუან რაიტმა ალალ ბედზე ნასროლი სამქულიანი ფარიდან ასხლეტით ჩააგდო, რითაც სტუმრები 85:82 დააწინაურა. ქუთაისელებმა ტაქტიკური ჯარიმებით მოახერხეს და დარჩენილი 12 წამი ფარი მშრალად შეინახეს, რითაც მიმდინარე სუპერლიგაში მე-8 გამარჯვება მოიპოვეს.

ქუთაისელთა შორის 14-14 ქულით ჯონათან ლი და აკაკი დვალიშვილი გამოირჩნენ. ორმაგი დუბლი ჰქონდა ტერენს ტომპსონს – 11 ქულა, 10 მოხსნა. 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა დეჟარ რაიტმა, 12 – აკაკი ლომოურმა. “თსუ-ჰიუნდაიში” 24 ქულით საუკეთესო იყო ვიკტორ ნიკერსონი. 21 ქულა მიითვალა ჯეიმს მილიკენმა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0