"კაკტუსმა" "ბათუმი" მე-3 პერიოდში გატეხა და სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი "კაკტუსი" და "ბათუმი" შეხვდნენ.

ამ მატჩამდე ორივე გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდა. შესაბამისად, შეხვედრის შედეგს ორივესთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო პერიოდში მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. პირველი პერიოდი ბათუმელებმა 21:18 მოიგეს და მეორეს უმეტესი ნაწილი ლიდერობდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა პირველი ნახევრის დასკვნით 3-წუთეულში ზუსტი მიზანი გამოავლინეს და დაცვაშიც იყოჩაღეს. შესაბამისად, წინ გავიდნენ და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით გალიდერდნენ - 41:39.

მე-3 პერიოდში გარდატეხა მოხდა. ნიკოლას ნილისა და დელანო
სპენსერის მექულეობით კაკტუსელებმა 10-წუთეული 30:13 მოიგეს და 15 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ზღვისპირელები ბევრს ეცადნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება გახლდათ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ბათუმმა" საბოლოოდ 81:90 წააგო და ბოლოსწინა ადგილზე განთავსდა. "კაკტუსი" კი ცხრილში დაწინაურდა.

გამარჯვებულთაგან 31 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო ნიკოლას ნილი. 28 ქულა მოაგროვა დელანო სპენსერმა, ხოლო 12 - დომინიკ ელიოტმა. "ბათუმში" 26 ქულით კეისი შეპარდი გამოირჩა. 18 ქულა დეიან იეფტიჩმა მოაგროვა, ხოლო ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0