თსუ-მ "რუსთავიც" დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერობა გაიმყარა

AutoSharing Option
გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-8 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი თსუ და ცხრილის შუაში მყოფი, თუმცა დიდი ამბიციის მქონე “რუსთავი” შეხვდნენ. ქვემოქართლელთა ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ გუნდს საბერძნეთიდან საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტი, გეორგიოს კეცელიდისი წვრთნის, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების საქართველოში მოთამაშე კალათბურთელები შემოიკრიბა, თუმცა…

რუსთაველებმა წინა ტურში ლიდერთა შორის მყოფი “ბათუმი” დაამარცხეს და დღეს სუპერლიგის მოწინავე თსუ-ს ძლევასაც გეგმავდნენ, რაც არ გამოუვიდათ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა ქვემოქ
ართლელებს შანსი არ დაუტოვეს. თუ არ ჩავთვლით მესამე პერიოდში რუსთაველთა გააქტიურებას და ჩამორჩნის 4 ქულამდე შემცირებას, სხვა დანარჩენ ეპიზოდებში თსუ მეტოქეს ყველაფერში ჯაბნიდა.

დასაწყისში თბილისელები 10:0 დაწინაურდნენ, პირველი პერიოდი კი 23:10 მოიგეს. თსუ-ელები გუნდურად და დაბალანსებულად თამაშობდნენ. როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან, მასპინძლებს ქულების მოგროვება არ უჭირდათ, თუმცა ყველაზე საიმედო იარაღი სწრაფი შეტევები იყო. რუსთაველები მეტოქეს ტემპში ვერ აჰყვნენ და იმ ეპიზოდშიც, როცა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს (47:51), ფონს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდნენ.

თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და მოთამაშეებისთვის მიცემული დავალებები კალათბურთელებმა ზუსტად შეასრულეს. ბოლო პერიოდის წინ უნივერსიტეტელები 60:52 იგებდნენ და 9:0 გაქცევის შემდეგ თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. რუსთაველებს მცდელობა კი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის გადარჩენის რეალური შესაძლებლობა არ მისცემიათ. თსუ დამაჯერებლად მივიდა სეზონის მე-6 გამარჯვებამდე და სუპერლგის ლიდერობა გაიმყარა – 6 მოგება, 2 მარცხი.

უნივერსიტეტელთაგან ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. 14 ქულით გუნდის ბომბარდირი ტრავმამოშუშებული გიორგი ტურძილაძე გახდა. 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა კრის ანდერსონმა მიითვალა, 12 ქულა დაგროვდა რიკი მედისონის ანგარიშზეც, ხოლო გიორგი კორსანტიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა მოაგროვა. “რუსთავში” 12-12 ქულით ილია ლონდარიძე და დენზელ ლივინგსტონი გამოირჩნენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრავო თსუ!!
Georgian
03 დეკემბერი 2019 01:55
1
რუსთავის ვაიფანები ბოღმას ნუ ანთხევთ
Georgian
05 დეკემბერი 2019 01:38
0
ბოლოს გამოჩნდება რისი ბრავო :))))))
Morris
03 დეკემბერი 2019 13:14
1
იყო დრო როცა არავისი არ იყო რუსთავთან საბლატაო.
Rustavi1.
01 დეკემბერი 2019 07:08
2
fuli mieci da axlac at ekneba aravis sablatao rustavtan.fulia bidzie yvelaferi. es ristacic ityvis tavisas ,zustad rom ar elodeba aravin da gaushinaurda mashin achvenebs yvelas gde raki bliad zimuut
Degraf
01 დეკემბერი 2019 20:04
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0