“ა” ლიგის საკვალიფიკაციო იწყება | ჰიუნდაი, კასპი და მთიელი ასტრალისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
საკალათბურთო “ა” ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლების სეზონის “ა” ლიგაში მონაწილეობა 4 გუნდს აქვს გარანტირებული, დანარჩენი 2 კი სხვადასხვა ტურნირის შედეგად უნდა გამოვლინდეს. საგზურს მიიღებს სტუდენტური ლიგის გამარჯვებული, ხოლო წინა სეზონში მე-5 ადგილზე გასული “ასტრალი” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს.

სწორედ საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპი იწყება 6 დეკემბერს, რომელშიც 3 გუნდი მონაწილეობს – კასპის “გრიფინი”, “მთიელი” და “ჰიუნდაი”. ამ გუნდებიდან საუკეთესო შეხვდება “ასტრალს” ორრაუნდიან სერიაში და გამარჯვებული მიიღებს “ა” ლიგის საგზურს. რაც შეეხება ამ 3 გუნდს,
ერთ ჯგუფში, ორ წრედ ითამაშებენ და საუკეთესოც ამ ჯამში დაგეგმილი 6 მატჩის შემდეგ გამოვლინდება.

ყველა თამაში თბილისში გაიმართება, ხოლო ასტრალთან ორრაუნდიანი სერია გასვლა/სახლის პრინციპით გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0