"ინტერი" "ტულუზას" ნახევარმცველ ფრანკ ტაბანუს მიმართ ინტერესს იჩენს. 22 წლის ფრანგი ჰავბეკი, რომელსაც თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, იტალიის ჩემპიონთა რიგებში შესაძლოა უახლოეს ზაფხულში გადავიდეს.
მოთამაშის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 4 მილიონ ევროს შეადგენს. "ტულუზასთან" ტაბანუს მიმდინარე კონტრაქტი 2013 წლამდეა გათვალისწინებული.