მარკ ჰიუზმა „ფულჰემთან“ მოლაპარაკებისა და გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად კარი ღია დატოვა. როგორც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, უელსელი მწვრთნელი მიუნხენის „ბაიერნს“ ჰყავდა მომავალ მწვრთნელთა სავარაუდო სიაში შეყვანილი. მოგეხსენებათ, „ბაიერნი“ ჰოლანდიელ მწვრთნელს ლუი ვან გაალს უშვებს, მაგრამ ჰიუზმა მისი ადგილის დაკავება იუარა.
„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავკაცის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ის ამბობს:
„როდის დაწყებს კლუბის ხელმძღვანელობა ჩემთან ახალ ხელშეკრულებაზე ლაპარაკს, არ ვიცი. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუმცა ერთი რამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა: თუკი ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება მე კმაყოფილი ვიქნები.
რაც შეეხება „ბაიერნის“ ამბავს, გაზეთებში ამის შესახებ ბევრს წერდნენ, მაგრამ დღეს ჩემი საქმე „ფულჰემის“ ხელმძღვანელობაა. ისე კი, ხომ ხედავთ, როგორი მაცდურია საფეხბურთო ცხოვრება. სულ ცოტა ხნის წინ წერდნენ, რომ მოსახსნელი ვარ, ახლა კი ჩემს სახელს ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კლუბთან აკავშირებენ“.
ლივერპული ესპანეთში იყურება
მერსისაიდელებს მარცხენა მცველის პრობლემა აქვთ და ცდილობენ პრობლემა უცხოელი ფეხბურთელის შეძენით მოაგვარონ. გაზეთები წერენ, რომ „ლივერპულის“ მიზანში „ოსასუნას“ 26 წლის ფეხბურთელი ნაჩო მონრეალია. ამ მოთამაშის საქმეში სანახავად ესპანეთს საგანგებოდ გაემგზავრა „წითლების“ საფეხბურთო საქმეთა ფრანგი დირექტორი დამიენ კომოლი, რომელიც მონრეალის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.
მონრეალი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული დეკემბერში ძლიერ დაშავდა, თუმცა საკმაოდ მალე გამოჯანმრთელდა კიდეც. „ლივერპულს“ ამ ფეხბურთელის სეძენა გასულ ზაფხულზეც უნდოდა, ზამთარში კი მას „არსენალი“ უპირებდა გადაბირებას, მაგრამ ბოლოწამს ტრავმამ შეაჩერა.
მონრეალს „ოსასუნა“ 9 მილიონ ფუნტს აფასებს.