ანელკამ ნაკრები დატოვა. ევრა: ჩვენში ვიღაც გამცემია...

AutoSharing Option

ნიკოლა ანელკამ საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელი ბაზა დატოვა და შინ გაემგზავრა. მექსიკასთან მატჩის შესვენებისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მწვრთნელ რაიმონ დომენეკს, რომელიც მას შენიშვნას აძლევდა - აქაოდა, ჩემს დავალებებს ვერ ასრულებო. ანელკამ შენიშვნა არ მიიღო და შეტევაზე გადავიდა, დომენეკი კი, მას მერე რაც გუნდს მეორე ტაიმისთვის ინსტრუქციები მისცა, ანელკას მიუბრუნდა და უთხრა, რომ მოედანზე აღარ უნდა გასულიყო (მწვრთნელმა "ჩელსის" ფორვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკით შეცვალა). ცხადია, ანელკასთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა...
მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან-პიერ ესკალეტმა და ნაკრების კაპიტანმა
პატრის ევრამ პრესკონფერენცია გამართეს. ფედერაციის თავკაცმა მწვრთნელის მხარე დაიჭირა - დომენეკი აბსოლუტურად სწორად მოიქცაო. რაც შეეხება ევრას, ის უფრო სიღრმეებში წავიდა. აი, რა თქვა კაპიტანმა:
"მე მიმაჩნია, რომ ანელკა სულაც არ არის საფრანგეთის ნაკრების პრობლემა. ჩვენს შორის არის ვიღაც გამცემი, რომელიც წყალს ამღვრევს. ჩვენ უნდა გავაძევოთ ის გუნდიდან, რადგან მას უნდა, რომ ტკივილი მოგვაყენოს. ეს არ არის პატარა თაგვი, ეს არის ადამიანი, მაგრამ მე არ ვიცი, ვინ არის ის, მე ხომ მაგი არ ვარ, გამოვიცნო".
მოკლედ, ლაპარაკია საფრანგეთის ნაკრების მავან ფეხბურთელზე, რომელმაც დომენეკსა და ანელკას შორის გასახდელში მომხდარზე ინკოგნიტოდ უამბო გაზეთ "ეკიპის" ჟურნალისტს.
შემდეგ ევრა ამბობს, რომ ის, როგორც გუნდის კაპიტანი, ჩაერია დომენეკსა და ანელკას შორის კონფლიქტში. ამავე დროს, ის თანაგუნდელს ამტყუნებს: "ნიკოლას საქციელი და კომენტარები ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული