რაზე ამბობს სილვა უარს...

AutoSharing Option

ასეთ რამეს იშვიათად ნახავთ - ფეხბურთელს კვირაში 160 ათას ფუნტ სტერლინგს (192 ათასი ევრო) სთავაზობენ "მანჩესტერ სიტიში", ის კიდევ... ჩემთვის დიდი პატივი იქნება "ჩელსიში" თამაშიო. მუნდიალზე მყოფმა დავიდ სილვამ კი ზუსტად ასე გააკეთა.
"დეილი მირორის" ცნობით, "სიტის" დავიდ სილვას შეძენა, შესაძლოა, 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდეს, ესპანელს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ მართლაც ზღაპრული ხელფასით (ხუთ წელიწადში 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოდის). ამ დრომდე სილვას მომავალს უფრო ესპანურ გრანდებთან აკავშირებდნენ, "რეალთან" და "ბარსელონასთან", თუმცა თავად შემტევი ნახევარმცველი ახალი სარბიელით, ინგლისური პრემიერლიგით არის

დაინტერესებული. "სიტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გარი კუკი უკვე დაუკავშირდა "ვალენსიას" პრეზიდენტ მანუელ ლორენტეს და ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა. 

"სიტის" გარდა სილვას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული "ჩელსიც", როგორც ჩანს თავად ფეხბურთელს ლონდონში თამაში ურჩევნია. სილვას სურს თავი ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინოს, ამიტომ მანჩესტერულ კლუბს, ალბათ, უარით გაისტუმრებს.
"ბოლო ხუთ წელიწადში "ჩელსი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა. შესაძლოა, მას ისეთი დიდი ისტორია არა აქვს, როგორც "რეალს" ან "მილანს", მაგრამ დღეისათვის კლუბი ძალიან მაგარია. "ჩელსის" "ბარსელონასთან" ერთად საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ჯონ ტერის, ფრენკ ლამპარდისა და დიდიე დროგბას გვერდიგვერდ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების წევრმა იოჰანესბურგში. 


ნიკოლოზ ნეფარიძე, ლელო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული