არგენტინას მესი უკაპიტნებს

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში არგენტინის ნაკრები სახეშეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს. დიეგო მარადონას, სხვადასხვა მიზეზით, წამყვან მოთამაშეთა ერთი ნაწილი არ ეყოლება - ხავიერ მასკერანო, გაბრიელ ჰაინცე, ვალტერ სამუელი, ხუან სებასტიან ვერონი...
ასეთ პირობებში ისმის კითხვა, თუ ვინ უკაპიტნებს "ალბისელესტეს" ბერძნებთან მატჩში. ტელეკომენტატორმა, წარსულში კი არგენტინის ნაკრების მცველმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ოსკარ რუჯერიმ, რომელიც დიეგოს ახლო მეგობარია, ერთ-ერთ არგენტინულ ტელეარხს გაუმხილა - საბერძნეთთან კაპიტანი ლეო მესი იქნებაო.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე მედიას ეს თავად მარადონამაც ამცნო: "ვფიქრობ, მისი დრო მოვიდა. როცა ლეოს ვუთხარი,
რომ კაპიტანი უნდა ყოფილიყო, ძალზე ემოციურად მიიღო. ჩვენ ამის შედეგი უკვე ვნახეთ ბოლო ვარჯიშზე, ეს ბრწყინვალე დღე იყო მესისთვის".
არგენტინისა და საბერძნეთის ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ პოლოკვანში, "პიტერ მოკაბას" სტადიონზე 22:30 საათზე დაიწყება. პარალელურად, B ჯგუფის მეორე მატჩში ნიგერია სამხრეთ კორეას შეხვდება. ამ თამაშს დურბანი უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული