19:26 21-06-2010
პირლომ ივარჯიშა
AutoSharing Option
იტალიის ნაკრებს ძალიან აკლია ანდრეა პირლო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ ტრავმა მიიღო და "სკუადრა აძურას" პირველ ორ მატჩში ვერ დაეხმარა. მეტიც - ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ "მილანის" ნახევარმცველი შინ უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ექიმთა მეცადინეობით საქმე უკეთესობისკენ მიდის - გავრცელებული ინფორმაციით, პირლომ დღეს დილით ბურთით ივარჯიშა. 31 წლის პლეიმეიკერი მარჩელო ლიპიმ მეორე ჯგუფში გაამწესა. "სკუადრა აძურას" დამრიგებელს იმედი აქვს, რომ სლოვაკეთთან მატჩისთვის ანდრეა მზადყოფნაში იქნება. არადა, სიტუაცია ფრიად დელიკატურია - რიკარდო მონტოლივო, რომელსაც ლიპი პირლოს ნაცვლად ათამაშებს, იტალიელთაგან ჯერჯერობით ყველაზე კარგ
შთაბეჭდილებას ტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული