"რეალი" ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ზამთარში ჩემს შეძენას ცდილობდა. ჩემი გადაბირების მცდელობები "მილანსაც" ჰქონდა, რომელიც ტრავმირებული ფილიპო ინძაგის შემცვლელს ეძებდა.
ჩემი გადაბირებით "ჩელსიც" იყო დაინტერესებული, მაგრამ "ჰამბურგის" დატოვება ნამდვილად არ მსურდა, სანამ იმ კლუბიდან ("რეალი") არ მივიღე წინადადება, რომლის გამოც მზად ვიყავი გამონაკლისი დამეშვა", - თქვა ჰოლანდიელმა.