"სევილიამ" ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებისთანავე მომავალი სეზონისთვის გაძლიერებაზე დაიწყო ფიქრი.
დღეს კლუბმა ორ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი: "ჰამბურგის" პეტრ ტროხოვსკისთან და "ხეტაფეს" მანუ დელ მორალთან. ხელშეკრულება შესაბამისად ხუთ და ოთხწლიანია.
27 წლის გერმანელის სანაცვლოდ "სევილიამ" 17 მილიონი გადაიხადა, ესპანელში კი - 20.