"მალიორკამ" ლადო დვალიშვილის თანაგუნდელი, 24 წლის ფორვარდი ტომერ ჰემედი შეიძინა. "ბერმელიონესის" ოფიციალური საიტის ცნობით, ყველა დეტალი შეთანხმებულია და ჰაიფას "მაქაბის" შემტევი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას. ჰემედი ბოლო სეზონის წინ დაუბრუნდა "მაქაბის" (განათხოვრებული იყო) და სასტარტო 11-ეულში დამკვიდრებაც შეძლო. ქართველის და ებრაელის დუეტმა ჯამში 25 გოლი გაიტანა სეზონში (13 - ჰემედი, 12 - დვალიშვილი). სხვათა შორის, ტომერ ჰემედმა რამდენიმე დღის წინ გლაზგოს "რეინჯერსი" უარით გაისტუმრა.
"მალაგა" აგრძელებს აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას. ამდენი ყიდვის შემდეგ, ანდალუსიურმა კლუბმა გასხვისებასაც მიჰყო ხელი. გუნდი 21 წლის
მარცხენა მცველმა მანუ ტორესმა დატოვა, რომელიც სეგუნდადივიზიონის "კარტახენაში" გადავიდა. იქ ტორესი ყოფილ თანაგუნდელებს, რუბენს, კალას და ხორდი პაბლოს შეუერთდა. "კარტახენას" ახალ სეზონში ლა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს დასახული.
"სევილიამ" გერმანელი ნახევარმცველი პიოტრ ტროხოვსკი წარადგინა: "სევილიას" სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. ძალიან მიხარია, რადგან დიდ კლუბში მოვედი. აქ ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ერთი სული მაქვს, მათთან ერთად ახალი სეზონისთვის დავიწყო მზადება", - განაცხადა ტროხოვსკიმ, რომელსაც ნახევარდაცვის შუაში სურს თამაში, თუმცა ფლანგზეც არ იტყვის უარს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"