ვილია შეიძლება დასაჯონ

AutoSharing Option

დავიდ ვილიას შეიძლება ვერ დაუძვრეს დისკვალიფიკაციას - მართალია, ორშაბათის მატჩში ჰონდურასის წინააღმდეგ "ელ გუახეს" ინციდენტი რეფერის გამორჩა, მაგრამ ის კარგად დააფიქსირა სატელევიზიო კამერამ: ვილიამ ჰონდურასის ნაკრების მარცხენა მცველ ემილიო ისაგირეს სახეში სილა გააწნა. "ელის პარკზე" ესპანელები კუთხურს აწოდებდნენ, მეკარე ნოელ ვალადარესმა ფორვარდს ფეხზე დააბიჯა და ისე მოიგერია ბურთი კუთხურზე, კიდევ ერთი ჩაწოდებისას ვილიას ფეხზე ამჯერად ისაგირემ დააბიჯა, რასაც მოჰყვა "ელ გუახეს" პასუხიც. ჩხუბამდე საქმე არ მისულა, რადგან ვილიასა და ისაგირეს შორის ხოან კაპდევილა ჩადგა. 

იაპონელმა მსაჯმა იუიჩი ნიშიმურამ ინციდენტს ყურადღება

საერთოდ არ მიაქცია. "ჩვენ ჯერჯერობით მსაჯის პოზიციას ველოდებით აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შემდეგ კი კარგად შევისწავლით ყველა მასალას, ვიდეოგამეორებას, ფოტოებს და დასკვნასაც გამოვიტანთ", - განაცხადა ფიფას წარმომადგენელმა პეკა ოდრიოსოლამ.

ნიკოლოზ ნეფარიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული