ინგლისის ნაკრებს დღეს გადამწყვეტი მატჩი აქვს სლოვენიასთან. ფაბიო კაპელოს სამწყსო საშინელ წნეხშია. გულშემატკივარი, რომელიც აღშფოთებულია წინა ორი თამაშის ხარისხითა და მით უფრო შედეგით, ფეხბურთელებს და მწვრთნელს კრიტიკისგან არ ინდობს. სიტუაცია დაძაბულია, რაც კაპელოს ძლიერ აშფოთებს. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ინგლისს ახლაც აქვს არა თუ ჯგუფიდან გასვლის, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შანსიც.
მართალია კაპელო და ამიტომ ის სხვადასხვა გზას ეძებს კრიზისიდან გამოსასვლელად. ერთ-ერთი ასეთი გზა შემადგენლობის შეცვლაა. ასე მაგალითად, იტალიელი მწვრთნელი სლოვენიასთან მატჩისთვის სასტარტოში არ დააყენებს ემილ ჰესკის, რომელსაც ჯერმეინ დეფო
შეცვლის. ძირითადში დაბრუნდება ჯეიმს მილნერი, რომელმაც პირველ მატჩში ითამაშა, თუმცა უკმაყოფილო კაპელომ პირველივე ტაიმში შონ რაიტ-ფილიპსით შეცვალა.
ერთი შეცვლა იძულებითია - დისკვალიფიცირებულია ცენტრალური მცველი ჯეიმი კარაგერი, რომელსაც მეთიუ აპსონი შეცვლის.