მართალია, პერუელი გოლეადორი ვარჯიშს დღეს-ხვალ განაახლებს, მაგრამ შაბათს მისი მოედანზე გასვლა სარისკოა. შეგახსენებთ, რომ პისარომ ტრავმა კოპა ამერიკაზე მიიღო. სამაგიეროდ, კარგადაა "ვერდერის" დაცვის ბურჯის, პერ მერტეზაკერის საქმე, რომელსაც "მუსიკოსების" მთავარი მწვრთნელი თომას შააფი "კაიზერსლაუტერნთან", სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"