ჰოლანდია ძირითადი შემადგენლობით

AutoSharing Option
E ჯგუფი
24 ივნისი. ქეიფთაუნი. გრინ პოინტი. 22:30
კამერუნი-ჰოლანდია
სავარაუდო შემადგენლობები
კამერუნი: სულეიმანუ - ბასონგი, მბია, ნკულუ, ასუ-ეკოტო - სონგი, ჟერემი, ენო - ემანა, ეტო'ო, ვებო.
ჰოლანდია: სტეკელენბურგი - ბულაჰრუზი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე ზეუ - კუიტი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი - ვან პერსი.
არბიტრი: პაბლო პოსო (ჩილე)

ჰოლანდიელი ექიმების თქმით, არიენ რობენი ჯანზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ არ იასპარეზებს. ბერტ ვან მარვიიკი გარისკვას არ აპირებს და როგორც ჩანს, გუნდის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს პლეიოფებიდან
დაიხმარს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კამერუნელებთან დაპირისპირება ჰოლანდიისთვის მეორეხარისხოვანია და ამაზე, თავად ვან მარვიიკი საუბრობს:
"მართალია, ჯგუფიდან უკვე გავედით, მაგრამ მესამე შეხვედრაშიც გამარჯვების მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. ისეთ ტურნირზე, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, თუ მერვედფინალს სამი გამარჯვებით შევხვდებით, განწყობაც ამაღლებული გვექნება".

ვან მარვიიკის სიტყვები ფორმალობა არ უნდა იყოს, რადგან ჰოლანდიელი ჟურნალისტების მტკიცებით, ძირითადი შემადგენლობა პრაქტიკულად იგივე იქნება, რაც წინა ორ პაექრობაში. ერთადერთი ცვლილება დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოხდება, სადაც ვან დერ ვილს ბულაჰრუზი ჩაანაცვლებს. კვლავ ძირითადში ვიხილავთ ვან დერ ვაარტს, დირკ კუიტს და რობინ ვან პერსის, რომლებსაც ჰოლანდიელი ჟურნალისტებისგან კრიტიკა არ დაკლებიათ.

რაც შეეხება კამერუნის ნაკრებს, გუნდი უკვე ჩარჩენილია ჯგუფში და ჰოლანდიასთან კარის გაჯახუნებისთვის ითამაშებს. პოლ ლე გენი აცხადებს, რომ მის გუნდს არ გაუმართლა: "დარწმუნებული ვარ, რომ არც დანიელებზე სუსტი გუნდი გვყავს და არც იაპონელ;ებზე. უბრალოდ, ფეხბურთში ფორტუნაც უნდა გწყალობდეს, რომ დიდ მიზნებს შეეჭიდო. სამწუხაროა, რომ მუნდიალზე ბოლო პაექრობა უნდა გავმართოთ, თუმცა, რა გაეწყობა, ასეთია ფეხბურთი".

კამერუნი კვლავ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და შეტევის წინა ხაზზე სამუელ ეტოოსთან ერთად, ვებოს და ემანას ვიხილავთ. ჯერჯერობით, ვერც ვებომ და ვერც ემანამ თავი ვერაფრით გამოიჩინეს და შესაძლებლობების დემონსტრირებას, ჰოლანდიელებთან შეეცდებიან. ვნახოთ, ვისი აჯობებს.  
ლაშა წიკლაური


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული